„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016151
1007
21/12/2012
ვებგვერდი, 24/12/2012
310150000.22.034.016151
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1007

2012 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:


მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007 წ., №14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1.  81 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.“;

             ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გადაწყვეტილებას საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის თაობაზე იღებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რაც თანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში.“.

2.  83  მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაწყვეტილებას სააღრიცხვო ნომრის დადამღვის თაობაზე იღებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც თანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან. სააღრიცხვო ნომრის დადამღვა ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დამღის დატანის ადგილს განსაზღვრავს დადამღვის განმახორციელებელი პირი. დადამღული სააღრიცხვო ნომერი უნდა შედგებოდეს 11 სიმბოლოსაგან (ლათინურ ასოთა და ციფრთა კომბინაციისაგან). სააღრიცხვო ნომრის თავში და ბოლოში დაიტანება სააგენტოს ლოგო. დადამღული სააღრიცხვო ნომერი აისახება სარეგისტრაციო მონაცემებსა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი