პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 114-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016876
114-Iს
19/12/2012
ვებგვერდი, 27/12/2012
240110000.05.001.016876
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი

მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 103-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2  ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად.

 2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს საქართველოში მოქმედი/რეგისტრირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული.“;

 გ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. შესაბამისმა უწყებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობა.“;

დ) მე-18–21-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „18. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია საქართველოში.

19. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-18 ნაწილში აღნიშნულ დადგენილებაში.

20. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც წარმოებულია რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე.

21. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები.“;

ე) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „24. ამ კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა.“.

2. 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ყველა ტექნიკური რეგლამენტი (ნორმები, წესები, ინსტრუქციები, მოთხოვნები), რომლებიც სათანადო წესით არ იქნება მიღებული, ძალადაკარგულად ჩაითვლება.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 დეკემბერი 2012 წ.

N114-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.