„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის N51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის N51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 290160000.18.011.016085
127/04
27/12/2012
ვებგვერდი, 28/12/2012
290160000.18.011.016085
„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის N51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №127/04

2012 წლის 27 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული  ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადაზღვევო რეზერვების  დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის  31 მარტის  №51/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტები:

 

„ბ.ე) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში მოქმედი მზღვეველის დავალიანება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან;

ბ.ვ) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების   ფარგლებში  „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებით დამტკიცებული  წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული კაპიტაციის ოდენობა, გარდა ამავე მუხლის „ბ.ე” ქვეპუნქტით გათვალიწინებული ოდენობებისა.“.

2. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვისათვის – რეზერვის მთლიანი ოდენობა. ამასთან, მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვისათვის დაქვითვის კომპონენტს წარმოადგენს    „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მო­სახ­ლე­ობის ჯან­მრ­თე­ლობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღო­ნისძიე­ბე­ბისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსა­ზ­ღ­ვ­რის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში  „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის  მე-7 მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვის ოდენობა.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივი  ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დეტალურად იქნეს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი და სტრუქტურა, რომლებიც დასაშვებია მზღვეველის მიერ შექმნილი სადაზღვევო  რეზერვების დასაფარად.“.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე