ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 109-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 020080010.05.001.016895
109-Iს
19/12/2012
ვებგვერდი, 30/12/2012
020080010.05.001.016895
ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

მუხლი 1
ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური და იურიდიული  პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომელთაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) 342 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ ან შეიძლება დაეკისროთ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე განხორციელებული ქმედებისათვის.
მუხლი 2
1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს პირის გათავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის, აგრეთვე საურავის როგორც აღუსრულებელ, ისე აღსრულებულ  ნაწილზე. ასევე უქმდება ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან/აღსრულებასთან დაკავშირებული ყადაღა და სხვა სახის იძულებითი ღონისძიებები.

მუხლი 3
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო  დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

3. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე აღსრულებული საჯარიმო თანხისა და საურავის დაბრუნება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ჩაითვლება ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად.

მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 დეკემბერი 2012 წ.

N109-Iს