„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016058
26
27/12/2012
ვებგვერდი, 28/12/2012
300380000.16.009.016058
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №26

2012 წლის 27 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგილრებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ, III, 16.07.2009, N87, მუხ. 933) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 191  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაწილების ლიცენზიატმა ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთება, მათ შორის ტექნიკური პირობის მომზადება და ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად ბუნებრივი გაზით მომარაგება, უნდა განახორციელოს ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შესაბამისი განაცხადის მიღებიდან არა უმეტეს 30 სამუშაო დღისა.“

2. 38-ე  მუხლის  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მოქმედება განაწილების ლიცენზიატებისათვის განისაზღვროს 2014 წლის 1 იანვრამდე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი, თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია
კომისიის წევრიგოჩა შონია