საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 195-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016057
195-რს
28/12/2012
ვებგვერდი, 30/12/2012
270000000.04.001.016057
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

     მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს შრომის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3მუხლი: 

 

   „მუხლი 31. სოციალური პარტნიორობა

   1. სოციალური პარტნიორობა არის სოციალურ პარტნიორებს − დამსაქმებლის (დამსაქმებელთა გაერთიანების), დასაქმებულის (დასაქმებულთა გაერთიანების) და სახელმწიფო უწყების − წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და ურთიერთობათა სისტემა შრომითი ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით.   

   2. სოციალური პარტნიორობის ძირითადი პრინციპებია:

   ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;

   ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა; 

   გ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;

   დ) ინფორმირებულობა;

   ე) ვალდებულებათა შესრულება;

   ვ) ტრიპარტიზმი;

   ზ) კონსენსუსი.

   3. სოციალური პარტნიორობის განვითარება შესაძლებელია ეროვნულ, სექტორულ, ტერიტორიულ, საწარმოო და სხვა ორგანიზაციულ დონეებზე.

   4. სოციალურ პარტნიორებს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლები.“.

      მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 დეკემბერი 2012 წ.

N195-რს