„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016086
4/04
09/01/2013
ვებგვერდი, 11/01/2013
220090000.18.011.016086
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №4/04

2013 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
 „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის, ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი კლიენტის (კლიენტების) ან/და რეგისტრირებული მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების ერთობლივად აღსარიცხავად;

უ) ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი ერთი კლიენტის ან/და ერთი რეგისტრირებული მესაკუთრის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების აღსარიცხავად.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ამავე პირს ეხსნება მიმდინარე ანგარიში ან მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიში ლარში, თუკი მას არ აქვს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში იმავე ბანკში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლარის ანგარიშის გახსნა შეიძლება განხორციელდეს ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტების დამატებით ბანკისათვის წარდგენის გარეშე.“.

ბ)41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ ინსტრუქციის შესაბამისად პირის ანგარიშის გახსნა შეიძლება განხორციელდეს მინდობილობის საფუძველზე.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21– 23პუნქტები:

„21. თუ პირს ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად უკვე გახსნილი აქვს ანგარიში ამავე ბანკში, მაშინ დასაშვებია ამ პირისათვის დამატებითი ანგარიშის გახსნა დისტანციურად (სატელეფონო, ინტერნეტ ბანკის ან სხვა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო საშუალებით) მიღებული განაცხადის საფუძველზე. ბანკს წინასწარ უნდა გააჩნდეს კლიენტის თანხმობა დისტანციური საშუალებით დამატებითი ანგარიშის გახსნის თაობაზე.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის (გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული ვადიანი დეპოზიტის შემთხვევისა) გახსნის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე კლიენტის მიერ თანხმობის სატელეფონო, ინტერნეტ ბანკის ან სხვა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო საშუალებით გამოხატვის შემთხვევაში, ბანკმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი განაცხადის  შენახვა თავდაპირველი შინაარსისა და ფორმის დაცვით ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი კლიენტისათვის გადაცემა მოთხოვნის შემთხვევაში.

23. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია ვადიანი დეპოზიტის ანგარიშის გახსნამდე უზრუნველყოს კლიენტისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების გაცნობა და ამ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანა, გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის და ამ მუხლის 33 და 35 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაძლებელია მხოლოდ დეპოზიტის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშის ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით.“.

გ) 34 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 35 პუნქტი:

„35. ბანკი უფლებამოსილია მის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა  განახორციელოს ვადიანი დეპოზიტის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშზე თანხის გადატანის გარეშე, თუ აღნიშნული ვადიანი დეპოზიტი გამოყენებულია ბანკის მიმართ კლიენტის ვალდებულების უზრუნველსაყოფად და ვადიანი დეპოზიტის მოქმედების ვადა არ არის ვადიანი დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების ვადაზე ნაკლები. ამასთანავე, ბანკის მიერ აღნიშნული ვადიანი დეპოზიტის ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებამდე, ვადიანი დეპოზიტის მფლობელი პირის ანგარიშების მიმართ არ უნდა მოქმედებდეს იძულებითი აღსრულების ღონისძიებები ამავე ბანკში.“.

 

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

1. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შეიძლება განთავსდეს და/ან ამ ანგარიშიდან გადაირიცხოს მხოლოდ ანგარიშის მფლობელი პირის კლიენტის სახსრები, რომელსაც ეს პირი ფლობს და განკარგავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით.

2. ბანკის მოთხოვნის შემთხვევებში, ნომინალური ანგარიშის მფლობელი პირი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს ინფორმაცია მისი კლიენტის (კლიენტების) და/ან მათი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ.

3. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შინაარსსა და დანიშნულებაზე პასუხს აგებს ანგარიშის ნომინალური მფლობელი.

4. აკრძალულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა უშუალოდ ანგარიშის ნომინალური მფლობელის კლიენტის მიერ წარმოდგენილი დავალების საფუძველზე.

5. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გაეხსნას იმ არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ეწევა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის საქმიანობას და მის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლი პირის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები უნდა ითვალისწინებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ქმედებათა ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს. “.

5. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრიდან მოპოვებული ამონაწერი;“.

6. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 81 მუხლი

„მუხლი 81.

1. კომერციულ ბანკს უფლება აქვს უშუალოდ იდენტიფიკაციის განხორციელების გარეშე გაუხსნას ანგარიშები პირებს:

ა) რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას (ვერიფიკაციისას) კომერციული ბანკი დაეყრდნო მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს მასთან ურთიერთობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას და ვინაობის გადამოწმებას (ვერიფიკაციას) და ამ მესამე პირის/შუამავლის მიმართ ხორციელდება ზედამხედველობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.  მესამე პირის/შუამავლის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით საქართველო კანონმდებლობის  იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს. 

ბ) რომლებსაც უკვე გახსნილი აქვთ ანგარიშები საქართველოში მოქმედ სხვა კომერციულ ბანკებში და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე, პირველი ჩარიცხვის ოპერაცია უნდა განხორციელდეს ანგარიშის გამხსნელი პირის მიერ საკუთარი ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს იმ ქვეყნის კომერციულ ბანკში, რომელ ქვეყანაშიც განხორციელდა აღნიშნული პირის იდენტიფიკაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ან იმ ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ანგარიშის გასახსნელად ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებამდე, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიან დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება. თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში ბანკი არ მიიღებს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება გადმომრიცხავს იმავე ანგარიშზე საიდანაც განხორციელდა პირველი ჩარიცხვის ოპერაცია.".

 

7. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა სამართლებრივი აქტებისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლის სახით, ან:

ა) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები, რომელსაც ეყრდნობა კომერციული ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას;

ბ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დამოწმებული ასლები.”.

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 – 12 პუნქტები:

„11. ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მოწმდება ნოტარიუსის ან ანგარიშის გამხსნელი ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლის მიერ, ან:

ა) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელსაც ეყრდნობა კომერციული ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას;

ბ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

12. ბანკს უფლება აქვს მოიპოვოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სამართლებრივი სტატუსის შესახებ ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის (თუ ბანკსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელშეკრულებით დარეგულირებულია ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის საკითხი) საფუძველზე, ხოლო პირის თანხმობის საფუძველზე ბანკსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს პირის პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე