„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016158
22
16/01/2013
ვებგვერდი, 16/01/2013
310150000.22.034.016158
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №22

2013 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007წ., №14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-13  მუხლის „დ.ა“   ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა მოტოციკლისა) – ზომით 520 X 110  მმ. სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინურ ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული  ლათინურშრიფტიანი ორი ასო TR, TG ან TT და ოთხი ციფრით; ასოთა და ციფრთა კომბინაციის შუაში დატანილი ტირეთი და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით; “ .

 

2. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წყვილი TR, TG და TT სერიის შიდა ტრანზიტი და ერთი დროებითი მოწმობა;“.

3. ინსტრუქციის „დანართი  №5“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი 5

 

დროებითი მოწმობა

 

   მიმღები პირი _________________________________________________________________      

(პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №)

 

  მისამართი  _________________________________________         

 

   მანქანის მოდელი ------------------------  

  

   TR (TG,TT) N -------------------------

  

   TR (TG,TT)  გაცემის თარიღი: ----- ---------- 201  წ

 

  TR(TG,TT)   მოქმედების ვადა: ---- ---------- 201  წ

  

საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს __________________________________________________________________________

                                                       (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)

                                   

                                        ----------------------------------------------------  ბ.ა

  (თანამდებობის პირის ხელმოწერა)“.

 

4. ინსტრუქციის  „დანართი  №8“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №8

 

დროებითი მოწმობა

 

   მიმღები პირი ________________________________________________________________      

(პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

  მისამართი:   -_________________________________________         

 

   გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR (TG,TT) N -------------------------

  

   გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი  TR  (TG,TT) გაცემის თარიღი: ----- ---------- 200  წ

 

   გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი   TR  (TG,TT) მოქმედების ვადა: ---- ---------- 200  წ

  

საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს _______________________________________________________________________

                                            (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)

 

                                                                                                                        ---------------------------------------------  ბ.ა

  (თანამდებობის პირის ხელმოწერა)“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი