საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1773
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1(8), 14/01/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1773
24/12/1998
სსმ, 1(8), 14/01/1999
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) 433-ე და 434-ე მუხლებში სიტყვები „20 იანვრიდან“, ხოლო 436-ე მუხლში სიტყვები „20 იანვრამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „15 მაისიდან“ და „15 მაისამდე“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი,                  №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 680-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „20 იანვრისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „15 მაისისათვის“, ხოლო სიტყვები „1999 წლის 20 იანვრამდე“ – სიტყვებით „ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე“.

2. 681-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „1999 წლის 20 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 15 მაისიდან“.

III. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი,  19 ნოემბერი, 1996) მე-12 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს მთავრობის წევრის – მინისტრის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საერთო სასამართლოს მოსამართლის“.

IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1773–რს