დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1805 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/02/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6(13), 04/03/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.000.000.05.001.000.491 |
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. კანონის სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „რესპუბლიკა“.
2. მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გარდა 2.3 მუხლში გათვალისწინებული საწარმოსი“;
გ) მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და 2.3. მუხლში გათვალისწინებული საწარმოები“.
3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 აბზაცი ამოღებულ იქნეს.
4. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის მე-2 აბზაცი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.4. მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას“.
5. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და 2.3. მუხლით გათვალისწინებულ საწარმოებს“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 70-ე მუხლი:
„მუხლი 70. სახაზინო საწარმოების რეორგანიზაცია
1. სახელმწიფო ან ადგილობრივმა თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა 1999 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა (სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. რეორგანიზების შედეგად შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება წარმოადგენს სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლეს.
3. არსებულმა სახაზინო საწარმოებმა რეორგანიზების პერიოდში ახალი ვალდებულებები შეიძლება იკისრონ მხოლოდ დამფუძნებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით. იგივე წესი გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის, გასხვისების ან დატვირთვის შემთხვევაში.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 19 თებერვალი.
№1805–IIს
დოკუმენტის კომენტარები