„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016137
5
15/02/2013
ვებგვერდი, 20/02/2013
190020020.35.149.016137
„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                              

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №5

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/12/2012; 190020020.35.149.016124) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი“;

,,გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი. არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არა უმეტეს 50%-ის არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განცხადება გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგიორგი გოგოლაური