„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის №182 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის №182 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 110006000.22.027.016410
9
14/03/2013
ვებგვერდი, 15/03/2013
110006000.22.027.016410
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის №182 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №9

2013 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის №182 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის  №182 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 20/12/2012, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.22.027.016390) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანები

საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანებია: პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან (მათ შორის, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ) სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;  საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით; კორუფციასთან და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ეფექტური ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  საჩივარ-განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.”.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 3. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) სტრუქტურა

1. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველო;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო;

გ) საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის განყოფილება.

2. საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ბ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა;

გ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; 

დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება;

ე) ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ვ)  საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით;

ზ) საჩივარ-განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ამოცანებია:

ა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების გამოვლენა;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის შესახებ შეტყობინებების განხილვა, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების სისწორის შემოწმება და კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყება;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყება, წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა მიმართ;

დ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;

ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე;

ვ)  აღნიშნულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის  განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ზ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

თ) მთავარი პროკურორისთვის სხვა უწყების საგამოძიებო დანაყოფის წარმოებიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნების შემცველი სისხლის სამართლის საქმის ან მასალის ამოღებისა და საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) წარმოებაში მიღების შესახებ შუამდგომლობით მიმართვა;

ი) ქვეყანაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და შემუშავებული რეკომენდაციებით წელიწადში ორჯერ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილისთვის წინადადებების წარდგენა;

კ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, აუცილებლობის შემთხვევაში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ლ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.

4. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს საქმიანობის ოპერატიულ უზრუნველყოფას ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები, აგრეთვე სხვა დაწესებულებათა ის დანაყოფები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა.

5. საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის  განყოფილების ამოცანებია: საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის  სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით,  შესაბამისი  საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო  პრაქტიკის  კვლევისა და ანალიზის უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზება, საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი) შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციებისა და სხვა მასალების სისტემატიზაცია, კომპიუტერიზაცია და დაარქივება. საქმისწარმოების, კვლევისა და ანალიზის პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, გ) სისხლის სამართლის საქმეებზე თავის დასკვნას წარუდგენენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსს, მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს და მთავარ პროკურორს;“

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. სამმართველოს უფროსი

1.  სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის,  საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

 მუხლი 61. საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის განყოფილების უფროსი

1. საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის განყოფილებას ხელმძღვანელობს საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის განყოფილების უფროსი (შემდგომში - განყოფილების უფროსი), რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2.  განყოფილების უფროსი ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მუშაკთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილეების დავალებების შესრულებას; ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 7.  საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი

1. საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტში) საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს  უფროსი პროკურორები და პროკურორები;

გ) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ-კრიმინალისტი;

დ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;

ე) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;

ვ) საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის განყოფილების მრჩევლები;

ზ) საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის განყოფილების სპეციალისტი.

2. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები:

ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;

ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში შემოსული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;

გ) მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში,  როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები;

დ) ახორციელებენ პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობას;

ე) ახორციელებენ ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;

ვ) ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების სისტემატიზაციასა და ანალიზს ეფექტური კოორდინაციის მიზნით;

ზ) განიხილავენ საჩივარ-განცხადებებს.

3. საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ-კრიმინალისტი:

ა) სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებით;

ბ) ცალკეულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე გასვლას, უშუალოდ ატარებს ან მონაწილეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში;

გ) მთავარი პროკურორის (უფლებამოსილი მოადგილის) ან საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის დავალებით სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას.

4. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.

5. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებული  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება შეიძლება დაევალოს რამდენიმე გამომძიებელს. გამოძიებაში შეიძლება ჩაებან მთავარი პროკურატურის სხვა ოპერატიული მუშაკები, ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონული პროკურატურების და, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.

6. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკები მთავარი პროკურორის, მისი მოადგილის ან საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის (მასთან შეთანხმებით – მისი მოადგილეების) მითითებების შესაბამისად აწარმოებენ ადგილებზე გასვლას საქმეთა გამოძიების ან ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

7. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკები გამოძიების მასალების საფუძველზე შეიმუშავებენ და იღებენ ზომებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების აღმოსაფხვრელად, ამ მიზნით თავის წინადადებებს წარუდგენენ მთავარ პროკურორს, მის მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსს და მის მოადგილეებს .

8. საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის განყოფილების მრჩევლები უზრუნველყოფენ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევასა და ანალიზს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით.

9. საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის განყოფილების სპეციალისტი უზრუნველყოფს საქმისწარმოების, კვლევისა და კონტროლის განყოფილებაში საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი) შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციებისა და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი