„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 14/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.05.001.003.212
  • Word
70
27/06/2008
სსმ, 12, 14/07/2008
310.020.000.05.001.003.212
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით შეიმუშავებენ მოძრაობის დაყოფის სისტემებს, საზღვაო დერეფნებს, ფარვატერებსა და რეკომენდებულ გზებს, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით და რომლებიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. მათი შესრულება სავალდებულოა უცხო ქვეყნის ყველა გემისათვის. საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული ნორმატივებიდან გადახრა შეიძლება მხოლოდ დროებით, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე.“.

2. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საზღვაო ნავსადგურში განლაგებული ნავთობ-ტერმინალის მესაკუთრე/მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის შესაბამისი აღჭურვილობის ტერმინალზე განთავსება, ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაცია და ასეთი ინციდენტის დროს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.“.

3. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 59. ზღვაში გასვლის აკრძალვა იმ გემისათვის, რომელიც ქმნის ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხეს

ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას უფლება აქვს აკრძალოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურში ან რეიდზე მყოფი გემის ზღვაში გასვლა, თუ მისი ტექნიკური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების შესახებ საქართველოს მიერ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვას.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 20 აგვისტოდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 27 ივნისი.

№70–Iს