„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის N183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის N183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-13/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016199
01-13/ნ
18/03/2013
ვებგვერდი, 18/03/2013
470230000.22.035.016199
„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის N183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-13/ნ

2013 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანებაში (სსმ III, 28.06.2010 №75 მუხ.1100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართის (,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი“, იმუნიზაციის მართვისათვის საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმები და წესები):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი“ და იმუნიზაციის მართვის წესები“;

ბ) მე-2 მუხლის 42-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-2 მუხლის 50-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) IV დონე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის    სამინისტრო; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.”;

დ) მე–3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

 

                              ასაკი

ვაქცინა

0-12 საათი

0-5 დღე

2 თვე

3 თვე

4 თვე

12 თვე

18 თვე

5 წელი

14 წელი

1

ბცჟ (BCG)

 

X

 

 

 

 

 

 

 

2

ჰეპ B (HepB)

X

 

 

 

 

 

 

 

 

3

დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველა-ჰეპ B- ჰიბ (DPT-HepB-Hib)

 

 

X

X

X

 

 

 

 

4

დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველა (DPT)

 

 

 

 

 

 

X

 

 

5

ოპვ/იპვ (OPV/IPV)

 

 

X

X

X

 

X

X

 

6

წითელა-წითურა-ყბაყურა (MMR)

 

 

 

 

 

X

 

X

 

7

დიფთერია-ტეტანუსი (DT)

 

 

 

 

 

 

 

X

 

8

ტეტანუსი-დიფთერია (TD)*

 

 

 

 

 

 

 

 

X

9

როტავირუსული ვაქცინა (Rota)

 

 

X

X

 

 

 

 

 

10

პნევმოკოკური (Pneumo)

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრების დაწყების კონკრეტული წელი და აცრადაქვემდებარებული ასაკობრივი კონტინგენტები განისაზღვრება სშჯსდ სამინისტროს ცალკე ბრძანებით

11

ადამიანის პაპილომავირუსული (HPV)

12

ჩუტყვავილა (VZV)

შენიშვნა: *  TD  - შემდეგ ყოველ მე-10 წელს, 55 წლის ასაკამდე.“;                                                                                                                                                                       

ე) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია იწყება 2 თვის ასაკიდან. აცრების კურსი არის ორჯერადი:

ა) როტავირუსული ვაქცინის პირველი დოზა უნდა გაკეთდეს 8 კვირის ასაკიდან 15 კვირის ასაკამდე;

ბ) როტავირუსული ვაქცინის მეორე დოზა უნდა  გაკეთდეს 12 კვირის ასაკიდან 24 კვირის ასაკამდე;

გ) პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალია 4 კვირა;

დ)  ვაქცინის მოხმარება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით) და   ერთი ასაცრელი დოზა შეადგენს 1,5 მლ.“;

ვ) მე–9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. ვაქცინების მოხმარება*: მეთოდი, დოზა

ვაქცინა

დოზა

შეყვანის მეთოდი

დყტ, დტ, ტდ (DPT, DT Td)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

ჰიბ (Hib)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

 ჰეპატიტი B  (HEPB)

< 19წ. 0,5 მლ

> 20წ 1.0 მლ

ინტრამუსკულარული

ჰეპატიტი A (HEPA)

< 18წ. 0,5 მლ

> 19წ. 1.0 მლ

ინტრამუსკულარული

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

გრიპი ცოცხალი ატენუირებული (LAIV)

0,2 მლ

ინტრანაზალური შესასხურებელი

გრიპი სამვალენტიანი ინაქტივირებული (TIV)

6-35თვე 0,25მლ

> 3წ. 0,5მლ

ინტრამუსკულარული

წითელა, წითურა, ყბაყურა (MMR)

0,5 მლ

კანქვეშ

მენინგოკოკური - კონიუგირებული (MCV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

მენინგოკოკური – პოლისაქარიდული (MPSV)

0,5 მლ

კანქვეშ

პნევმოკოკური - კონიუგირებული (PCV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

პნევმოკოკური – პოლისაქარიდული (PPSV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული ან კანქვეშ

პოლიო ცოცხალი (OPV)

2 წვეთი

ორალური

პოლიო ინაქტივირებული (IPV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული ან კანქვეშ

ბცჟ (BCG)

0,05 მლ

კანში

როტავირუსული ვაქცინა (Rota)

1,5 მლ

ორალური

ჩუტყვავილა (VZV)

0,5 მლ

კანქვეშ

 

 

 

         კომბინირებული ვაქცინები

დყტ+ჰიბ+ჰეპ, დყტ+ჰიბ+იპვ+ჰეპბ

დყტ+ჰიბ, ჰიბ+ჰეპბHB

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

აჰეპ+ბჰეპ (HEPA+HEPB)

> 18წ 1.0 მლ

ინტრამუსკულარული

წწყ+ჩუტყვავილა (MMR+Var)

<12წ. 0,5 მლ

კანქვეშ

 

ზ) მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს ,,ბ.ფ“ და ,,ბ.ქ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ფ. - ნაწლავის ინვაგინაცია;

  ბ.ქ. - გასტროენტერიტული სიმპტომები და ნიშნები.“;

თ) მე-12 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

 

10. როტავირუსული  ვაქცინა (ROTA)

უკუჩვენება*:

ჰიპერსენსიტიური რეაქცია ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ;

ნაწლავის ინვაგინაცია ანამნეზში;

ასიმპტომური აივ ინფექცია;

გაფრთხილება*:

6 კვირაზე ნაკლებ ასაკში ვაქცინაცია არ ტარდება;

დიარეა და/ან ღებინება რეჰიდრატაციული თერაპიით;

*როტავირუსულ ვაქცინაზე ვრცელდება მე–12 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული უკუჩვენებები და გაფრთხილებები.“

 

.".

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმები (№№1.3; 063, 1.4; 1.8; 1.9; 2.3; 2.8; 2.9; 2.10;)  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო