„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016174
225
29/03/2013
ვებგვერდი, 29/03/2013
310150000.22.034.016174
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №225

2013 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007წ., №14, მუხ.153) ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. ინსტრუქციის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2013 წლის 1 აგვისტომდე.“

2. ინსტრუქციის პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს ინსტრუქცია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს ინსტრუქცია აგრეთვე ადგენს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის,  საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიისათვის სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებათა რეგისტრაციის წესს;

ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილი იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესს, რომელებიც აუქციონის გარეშე სარგებლობაში (უსასყიდლოდ) ფორმით გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციებს;“.

3. ინსტრუქციის მე-16 მუხლის 1 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ხოლო უცხო ქვეყნის  სანომრე ნიშნები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ბარდება სააგენტოს.“.

4. ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ხოლო უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ბარდება სააგენტოს.“.

5. ინსტრუქციის მე-18 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 1 1 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნების მინიჭების შემთხვევაში, მექნიკური სატრანსპორტო საშუალების ფლობელმა უნდა უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სანომრე ნიშნების (მათი არსებობის შემთხვევაში) სააგენტოსათვის ჩაბარება.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი