დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 207 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 22/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.003.242 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 მუხლი:
„მუხლი 641. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა
1. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და პირს შორის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით პირს ენიჭება საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი.
3. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილეობა პირს ანიჭებს თავისი კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლებას.
4. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობები, ამ პირობების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა, მათი წარდგენისა და განხილვის წესი, გამარტივებული საბაჟო პროცედურები და იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიმართაც არ დაიშვება აღნიშნული პროცედურების განხორციელება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
2. 206-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ამ კოდექსის 641 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№207–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები