საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 28/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.244
  • Word
211
15/07/2008
სსმ, 17, 28/07/2008
090.000.000.05.001.003.244
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 196-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო განჩინების (დადგენილების) თანახმად, ქონებას ყადაღას ადებს აღმასრულებელი.

3. აღმასრულებელი თვითონ განსაზღვრავს, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა სასამართლო ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.“.

2. 197-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში (აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას აყადაღებს.“.

3. 6061 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღმასრულებლის ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნის შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№211–რს