დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 29/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016165 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №61 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (სსმ, 09.01.2013 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
დადგენილების II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 12. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით: 1. პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარება, ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პარალელურად პრიორიტეტის შესაბამისად დაგეგმილი პროგრამების ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები 1.1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01) ქალაქის პერსპექტიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მიმართულების მუდმივი სრულყოფა ქუჩების დაპროექტების, მშენებლობის და ექსპლოატაციის სფეროში. ნორმალური ქუჩა და გზა ხელს უწყობს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებას. საავტომობილო ტრანსპორტის განვითარება კი განსაზღვრავს ეკონომიკის განვითარების ტემპებს და დონეს. ტრანსპორტის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ გზებისა და ქუჩების განვითარებული ქსელის არსებობის პირობებში, რომელსაც გააჩნია ყველა თვისება უსაფრთხო მოძრაობისათვის. ნორმალური ქუჩა და გზა დადებითად მოქმედებს ეკონომიკისა და სოციალური დონის განვითარებაზე. ამავე დროს, ქ. ბათუმს გააჩნია ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ტრანზიტული მიმოსვლის თვალსაზრისით. რეგიონთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს არა მარტო ქალაქისათვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. ქალაქის მოვლილი ქუჩები, გზები და ტროტუარები ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. აქტუალურია ასევე ქალაქში მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება, რაც გულისხმობს მუნიციპალური ავტობუსების სისტემის გაუმჯობესებას. 1.1.1. გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 01) ასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები; არაასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები; ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია (ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე); რუსთაველისა და ნინოშვილის ქუჩების და მათი დამაკავშირე-ბელი ქუჩების მონაკვეთების რეკონსტრუქციის სამუშაოები; ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია (ჭავჭავაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე) ხახუტაიშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია (შ. ხიმშიაშვილის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე) ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქცია; ფიროსმანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების დაკავშირების სამუშაოები; ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა; აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია; ხიდებისა და სახიდე გადასასვლელების მოწყობა-რეკონსტრუქცია; ქალაქის ქუჩებისა და ტროტუარების კაპიტალური რემონტი; ქალაქის ქუჩების მოვლისათვის საჭირო სპეც. ტექნიკის შეძენა. 1.1.2. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ექსპლოატაცია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია; სატრანსპორტო-საგზაო რეგულირების თანამდეროვე საშუალებების დანერგვა; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) მუნიციპალურ ტრანსპორტის ტარიფების სუბსიდირების მიზნით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ საოპერაციო დეფიციტის დაფარვა; ახალი სისტემებისა და ტექნიკის დანერგვის მიზნით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კაპიტალის ზრდა. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 02) ქალაქის კომუნალური მეურნეობა წარმოადგენს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელიც მოსახლეობის ცხოვრებისეული პირობებს ქმნის, უზრუნველყოფს საქმიანობის განხორციელებას, ასევე მეურნეობის სხვადასხვა დარგებში მომუშავე საწარმოებისა და ორგანიზაციების შეუფერხებელ, გამართულ ფუნქციონირებას. ქალაქის დინამიური ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, კომუნალური სფეროს და მართვის სისტემებში ცვლილებებისა და ნოვაციების გარეშე შეუძლებელია მისი ეფექტური ფუნქციონირება. კომუნალური მეურნეობის ინფრასტრუქტურის სრულყოფისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ბოლო ხუთი წელია, თუმცა სამუშაოების მოცულობისა და ქალაქის განაშენიანების ახალი პროექტებიდან გამომდინარე უახლოეს მომდევნო წლებშიც აღნიშნული სფეროს განვითარება კვლავაც პრიორიტეტად რჩება. 2007 წლიდან მიმდინარეობს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი“ რომლიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხით და ქ. ბათუმის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს 2016 წლამდე ქალაქის წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციას. 1.2.1 სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) სანიაღვრე ქსელების მიმდინარე მოვლა-ექსპლუატაცია; ნინოშვილის ქუჩაზე მთავარი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა; ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია; ახალი სანიაღვრე სისტემების მოწყობა და არსებულის რეკონსტრუქცია; 1.2.2. წყლის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) შპს „ბათუმის წყალი“-ს კაპიტალის ზრდა (ადმინისტრაციული შენობის რემონტის მიზნით); შპს „ბათუმის წყალი“-ს კაპიტალის ზრდა (მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და წყლის ქსელში ჩართვა). 1.2.3 კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ახალი საკანალიზაციო სისტემების მოწყობა. 1.2.4 ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 04) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ნაწილის და დამატებული ღირებულების გადასახადის თანადაფინანსება; მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, წყალმზომების დაყენება. ქალაქის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემის მომსახურების ტარიფების შენარჩუნების მიზნით შპს „ბათუმის წყალის“ სუბსიდირება 1.2.5 ქალაქის დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 05) ქალაქის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება; ნარჩენების გატანა; "მწვანე ყუთების" დამზადება-განთავსება. 1.2.6 სანიტარული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 06) ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია-დერატიზაცია. 1.2.7 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაცია; ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა; ქალაქის ქუჩების გარე განათების კაპიტალური სამუშაოები. 1.2.8 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 08) სახლების სახურავების შეკეთება-მოწყობა; სახლების წყლისა და საკანალიზაციო სისტემის შეცვლა; სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობა; ლიფტების შეკეთება; სახლების ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა; მრავალსართულიანი სახლების ეზოების კომუნალური სისტემის მოწესრიგება; ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა; ქალაქში არსებული ავარიული სახლების შეკეთება-რეაბილიტაცია; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის მართვა. 1.3 ქალაქის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03) ქ. ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური და ურბანული განვითარების პერსპექტივები, ასევე გეოგრაფიული გარემო ხელს უწყობს ბათუმს, რათა იგი გადაიქცეს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად, მაგრამ ბუნებრივი რესურსების გარდა აუცილებელია ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი და დამსვენებელი არა მარტო ტურისტული სეზონის, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ინფრასტრუქტურის განვითარებით და კეთილმოწყობის პროექტების რეალიზებით შესაძლებელია ქალაქის ეკონომიკური განვითარების ტემპების დაჩქარება და უახლოეს მომავალში მაქსიმალური ეფექტის მიღება როგორც მოსახლეობის დასაქმების, ასევე შემოსავლების გაზრდის მხრივ. 1.3.1 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქალაქში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ქალაქში ავარიული სახლების გამაგრების საექსპერტო დასკვნებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის გაწევა. 1.3.2 ქალაქის დაგეგმარება (პროგრამული კოდი 03 03 02) ქალაქის ქონების (მ.შ. მიწის) პასპორტიზაცია; უსახური და უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას თვითმმართველი ქ. ბათუმის მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების საჯარო რეესტრის და სანოტარო მომსახურება, ქონების შეფასება. ქალაქის ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნა და ქონების ინვენტარიზაცია 1.3.3 საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქ. ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 ნოემბრის №92 განკარგულების შესაბამისად, ქონების მესაკუთრეებზე კომპენსაციების გაცემა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელების მიზნით ან/და ქალაქის ტერიტორიებზე ექსპროპრიაციის განხორციელებისათვის ქონების მესაკუთრეებზე კომპენსაციების გაცემა ქ. ბათუმის მერიის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი სხვა ტიპის კომპენსაციების გაცემა. 1.3.4 ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 04) საძიებო, საპროექტო და საკონსტრუქტორო სამუშაოების განხორციელება; საზაფხულო თეატრის მშენებლობის დასრულება; შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; ქუჩების, პარკებისა და სკვერების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1.3.5 ქალაქის გაფორმება (პროგრამული კოდი 03 03 05) საშობაო-საახალწლო დღესასწაულისათვის ქალაქის გაფორმება; წლის განმავლობაში ქალაქის გაფორმების ღონისძიებები; ფეიერვერკების შეძენა-გასროლა; ქანდაკებებისა და მემორიალების მოწყობა. 1.3.6 პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 06) ქალაქის ქუჩებსა და პარკებში დასარგავად ხე-მცენარეების შეძენა; ზღვისპირა ბილიკის მოწყობა. 1.3.7 ქალაქის გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 07) ქალაქის გამწვანების მიმდინარე ღონისძიებების განხორციელება; ქალაქის გამწვანებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება; ყვავილებისა და ხე-მცენარეების შეძენა. 1.3.8 ბათუმის განვითარების ფონდი (პროგრამული კოდი 03 03 08) ბათუმის განვითარების პროექტების შემუშავება-მომზადება და მათ განხორციელებაში და რეალიზებაში მონაწილეობის მიღება. 1.3.9 სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 09) სასაფლაოების მიმდინარე მოვლა-პატრონობა; სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები; მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა. 2 პრიორიტეტი: განათლება (პროგრამული კოდი 04 00) განათლებაზე ზრუნვა იწყება ადრეული, სკოლამდელი ასაკიდან. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება სკოლამდელი განათლების დაფინანსება. ბავშვის ადრეული განვითარება ის საძირკველია, რომელზეც შემდეგ საზოგადოებისათვის სრულფასოვანი, ჯანსაღი პიროვნება შენდება. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეულ განვითარებასა და აღზრდაზე ზრუნვა, მისთვის განვითარების მასტიმულირებელი გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ, საბავშვო ბაღში აღზრდასა და სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) საბავშვო ბაღი წარმოადგენს დაწესებულებას სკოლამდელი ასაკის ბავშვების საზოგადოებრივი აღზრდისათვის. საბავშვო ბაღი, როგორც დაწესებულების ტიპი, ბევრ ქვეყანაში არსებობს და წარმოადგენს, ჩვეულებრივ, პირველ რგოლს განათლების სისტემაში. პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების 5500-ზე მეტი აღსაზრდელისთვის შექმნილი იქნება ყველა პირობა გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ბავშვთა ბაღებში ნორმალური პირობების უზრუნველყოფა პატარებისთვის მათი გონებრივი და ზნეობრივი განვითარების მიზნით; ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორი ფიზიკური განვითარება. განხორციელდება საბავშვო ბაღების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯების დაფინანსება და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. 2.1.1 საბავშვო ბაღების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01 01) საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის ორგანიზება; საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფა; საბავშვო ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. 2.1.2 საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 01 02) ინასარიძის ქ. №22ა-ში მდებარე №6 საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო-დაშენების სამუშაოები; გონიოში არსებული შენობის (საბავშვო ბაღის) სარეკონსტრუქციო სამუშაოები; 266ბ კვარტალში, ლერმონტოვისა და ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ და ადლიის დასახლებაში საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოები; მაზნიაშვილის ქ. №8ა-ში მდებარე №5, ინასარიძის ქ. №14-ში მდებარე №8 და ჯავახიშვილის ქ.82-ში მდებარე №21 საბავშვო შენობების სარეკონსტრუქციო-დაშენების სამუშაოები. 3 პრიორიტეტი: კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ქ. ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკური განვითარების პარალელულად აუცილებელია კულტურული ტრადიციების ხელშეწყობა და კულტურული ფასეულობების დახვეწა. მრავალი სოციალური-ეკონომიური ცვლილების კვალდაკვალ, რამაც მსოფლიო ჩვენით დააინტერესა, მნიშვნელოვანია უნიკალური კულტურული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ამ მხრივ მიმართული კულტურის პროგრამის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ბათუმის საერთაშორისო-საფესტივალო ქალაქად დამკვიდრებას, ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, შემოქმედებითი ცხოვრების გააქტიურებას, აქ მოღვაწე და მოწვეულ ხელოვანთა წარმოჩენასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას, ნოვატორული იდეების წარმოჩენასა და წახალისებას, ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ქ. ბათუმის ბიუჯეტიდან გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიების დაფინანსება, კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, წარმატებული სპორტსმენებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირების წახალისება და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება რათა ქალაქმა შეძლოს საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების და აქტივობების მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება. 3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) სპორტული ცხოვრების პროპაგანდა, მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ერის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის მომავლისა. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია და საკლუბო გუნდების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია. 3.1.1 სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 01) ბათუმის ადმინისტრაციებში შემავალ უბნებს შორის სპორტული თამაშები; საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფეხბურთში ბათუმის თასზე; საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში ახალგაზრდებს შორის; სპორტული თამაშები სკოლებს შორის; საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძის თასზე; საერთაშორისო ტურნირი ვ. ალთაბაევის თასზე კალათბურთში; სპორტის დამსახურებულ მოღვაწეთა საახალწლო-საშობაო შეხვედრა; ქვიშის სპორტის სახეობებში საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზება; სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. 3.1.2 სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 02) საფეხბურთო კლუბ "დინამო ბათუმი"-ს სუბსიდირება; სარაგბო კლუბ "ბათუმი"-ს სუბსიდირება; ფრენბურთის კლუბ "ბათუმი"-ს სუბსიდირება; ხელბურთის კლუბი "ბათუმი"-ს სუბსიდირება; წყალბურთის კლუბ "ბათუმი"-ს სუბსიდირება; ბათუმის საცხენოსნოსო კლუბის სუბსიდირება. 3.1.3 სპორტის ზამთრის სახეობის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 03) ფიგურული სრიალის სპორტის სახეობის განვითარება; სპორტული და გასართობი ხასიათის პროექტების დაგეგმვა და ორგანიზება; მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება; 3.1.4 სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 02) არსებული მცირე ზომის ყინულის მოედნის გადაკეთება მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზად. 3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი ხელოვანი საზოგადოების განვითარებას, მათი შესაძლებლობების ზრდას და კავშირების გაღრმავებას მსოფლიოს თანამედროვე სახელოვნებო ინსტიტუტებთან. მნიშვნელოვანია ქალაქის კულტურული ცხოვრების გაჯანსაღება, გამრავალფეროვნება და განვითარება რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბათუმის როგორც კულტურის მნიშვნელოვანი კერის ცნობადობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას. ამ მხრივ პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბათუმის, როგორც ფესტივალების ქალაქის განვითარებას, რაც გამოიხატება ჩვენი ქალაქისათვის ტრადიციული და ახალი ფესტივალების ჩატარებით. ამ მიზანს ემსახურება ასევე ქალაქში არსებული კულტურული დაწესებულებების მხარდაჭერა და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობა. უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კულტურული ფასეულობების დახვეწა. შემოქმედებითი კონკურსები, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები და დამხმარე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა ამ გამოწვევის დაძლევის საშუალებაა. აღნიშნული პროგრამა ასევე მიზნად ისახავს იმ ადამიანების და ჯგუფების ხელშეწყობას, რომლებიც მოღვაწეობენ კულტურის სხვადასხვა დარგში. 3.2.1 კონკურსებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 02 01) კონკურსი - რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის ესკიზის შესაქმნელად; კონკურსი - საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალური ბიუსტის ესკიზის შესაქმნელად; კონკურსი - ბათუმის პირველი ქალაქისთავის ლუკა ასათიანის მემორიალური ბიუსტის ესკიზის შესაქმნელად; კონკურსი - 9 აპრილის გმირთა მემორიალის ესკიზის შესაქმნელად; თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების ფორუმის ორგანიზება; თვითმმართველობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება; ცნობილ ბათუმელთა საიუბილეო თარიღებისადმი და საპატიო ბათუმელებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. 3.2.2 ბათუმი არტი - ფესტივალების ქალაქი (პროგრამული კოდი 05 02 02) ბათუმის საერთაშორისო არტ ფესტივალის - „მარბელა - ბათუმი“ ორგანიზება; შავიზღვისპირეთის ქვეყნების ქალ მხატვართა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზება; მოტოციკლეტისტთა (ბაიკერთა) IV საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზება; კლასიკური მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალის - „ღამის სერენადები“ ორგანიზება; ბათუმის საავტორო ფილმების VIII საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზება; ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზება; მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ორგანიზება; 3.2.3 ქალაქის კულტურული და ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ტურისტული და კულტურული ხასიათის ინიციატივების განხორციელება. ლიტერატურული საღამოების ორგანიზება; ბათუმელ ხელოვანთა ხელშეწყობა; დიასპორების ხელშეწყობის ღონისძიებები; ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ქ. ბათუმში კონფერენციის მხარდაჭერა. ფილმი ბათუმურ ისტორიებზე; ფოტო პროექტი "ძველი ბათუმი"; ბათუმელ შემოქმედთა მხარდაჭერა. 3.2.4 ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) კულტურულ-შემოქმედებითი ხასიათის პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ქალაქისა და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა; კლასიკური ჟანრის მუსიკის ხელშეწყობა; მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება; მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა. 3.2.5 ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) საბიბლიოთეკო საქმიანობის ორგანიზება; კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო–ინფორმაციული ღონისძიებების, საკლუბო შეხვედრების ორგანიზება; ბიბლიოთეკის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა; ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების შეძენა. 3.2.6 ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) ბოტანიკური ბაღის მიმდინარე მოვლა პატრონობა; ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. 3.2.7 კულტურული ღონისძიებების საკონცერტო მომსახურებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 02 08) თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების სცენით და განათებით უზრუნველყოფა; მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება. 3.2.8. კულტურის სხვადასხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 09) საახალწლო-საშობაო ღონისძიებების ორგანიზება (გარდამავალი, 2012 წლის დეკემბერი - 2013 წლის ინავარი). 3.2.9 სახელოვნებო და კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 10) მ. ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის სარემონტო სამუშაოების ანაზღაურება. 3.3 საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართულია ქალაქ ბათუმის ახალგაზრდების, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. მის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი და დაუსაქმებელი ახალგაზრდები. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სოციალური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო მასშტაბის. ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამა ქმნის მექანიზმებს რათა ხელი შეეწყოს ბათუმში ახალგაზრდული სფეროს განვითარებას და ეფექტურ მართვას. ცალკეული ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას ხელი შეეწყოს ახალგაზრდების ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათი სამოქალაქო შეგნების ზრდას. 3.3.1 ახალგაზრდობის საქმეთა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 03 01) მხიარულთა და საზრიანთა თამაშები მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის; საკვირაო სკოლა - სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის; ინტელექტუალური თამაშები „რა? სად? როდის?“; სტუდენტთა დასაქმება; ახალგაზრდული თეატრი; ბათუმის მოსწავლეთა თვითმმართველობების ფორუმი; სამთო ახალგაზრდული ბანაკი; ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების ახალგაზრდული კვირეული; ბათუმის სტუდენტური ფესტივალი; სტუდენტური ინიციატივების მხარდამჭერი ღონისძიებები; 4 პრიორიტეტი: მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) ჯანმრთელობის დაცვა განიხილება, როგორც რთული საზოგადოებრივი დინამიკური ფუნქციონალური სისტემა, რომელსაც ადამიანთა საზოგადოება თავისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ქმნის და გამოიყენებს ღონისძიებათა დიდი კომპლექსის განხორციელებისათვის თითოეული ადამიანის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვისა და მისი მუდმივი გაუმჯობესების მიზნით. სოციალური დაცვა წარმოადგენს მოქალაქეთა კანონით განმტკიცებული ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური გარანტიების ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი სოციალური უფლებების დაცვას და ცხოვრების სოციალურად მიღებული დონის მიღწევას. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები მიმართულია, რათა უზრუნველყოს ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობა, ზოგიერთი, განსაკუთრებით საშიში დაავადების ადრეული გამოვლენა, პრევენცია და მკურნალობა, მოსახლეობის ინფორმირება, სოციალურად დაუცველ ფენებზე, ქრონიკულად დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური და სამედიცინო სოციალური პირობების შექმნა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 4.1 ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობების შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. მოსახლეობის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გაგრძელდება დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სხვადასხვა პროგრამები და ღონისძიებები. 4.1.1 ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 01) ბრონქული ასთმით დაავადების მქონე 19 წლამდე ასაკის პირებისათვის, 0-100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ასაკით პენსიონერებისათვის სპეციფიკური მედიკამენტების მიწოდება; ეპილეფსიით დაავადებულ 19 წლამდე ასაკის, 0-100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ასაკით პენსიონერებისათვის სპეციფიკური მედიკამენტების მიწოდება; მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ასაკით პენსიონერთათვის მედიკამენტების მიწოდება; პარკინსონით დაავადებული 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ასაკით პენსიონერთათვის მედიკამენტების მიწოდება; 4.1.2 ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია (პროგრამული კოდი 06 01 02) 35-55 წლამდე ასაკის პაციენტებში საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპიური და ექოსკოპიური კვლევა; ონკო მარკერებით გამოკვლევა (საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებით. 4.1.3 მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ამბულატორიული მკურნალობისა და ახალშობილთა სქრინინგი (პროგრამული კოდი 06 01 03) დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა; სამკურნალო მასაჟისა და ფიზიოთერაპიის 15 დღიანი კურსი, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ახალშობილისათვის გამოკვლევების ჩატარება. 4.1.4 ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 04) ერგოთერაპია (შრომითი თერაპია); ფსიქოლოგის, ფსიქიატრის დახმარება; სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა, ექსკურსიები, შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. 4.1.5 სამედიცინო დაზღვევა (პროგრამული კოდი 06 01 05) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტიდან ფინანსირებად კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევა; მარტოხელა დედების ოჯახების სამედიცინო დაზღვევა 4.1.6 სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 06) 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირების ზედა და ქვედა ყბის პროტეზირება, გვირგვინის დამზადება, რენტგენოგრაფია, პერიდონტიტის მკურნალობა. 4.1.7 ქ. ბათუმში მცხოვრები ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 07) ყოველთვიურად ჰემოდიალიზის პროცედურების ჩასატარებლად ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტებისათვის სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციის გაცემა. 4.1.8 ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 08) ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო საშუალებების შესყიდვის მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარება. 4.1.9 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 01 09) ქ. ბათუმის მოსახლეობის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიზნით შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ სუბსიდირება; რეანომობილისათვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანების, შენობის რემონტისათვის და ინვენტარის შეძენისათვის შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კაპიტალის ზრდა . 4.1.10 სოციალურად დაუცველი ოჯახების საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და მკურნალობა (პროგრამული კოდი 06 01 10) 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახების, უდედმამო ბავშვების, მარჩენალდაკარგულებისა და მარტოხელა დედების ბავშვების რეაბილიტაცია და მკურნალობა: ტრავმატოლოგია, პედიატრის კონსულტაცია, სამკურნალო ფიზკულტურისა და სამედიცინო მასაჟის 20 დღიანი კურსი, რენტგენოგრაფია; 4.1.11 მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 11) ყოველთვიურად პროცედურების ჩასატარებლად მ. იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში დაცვით თერაპიაზე მყოფი ქ. ბათუმში რეგისტრირებული მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა. 4.1.12 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 12) ცერებრალური დამბლით დაავადებული და ფსიქიკური პრობლემების მქონე 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მთისა და ზღვის კურორტებზე ტრანსპორტირება, 15 დღის განმავლობაში კეთილმოწყობილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამჯერადი კვება, სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და პროცედურები; 4.2 სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და სხვა შეღავათებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1 სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) 0-57000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 2100 ბენეფიციარის ცხელი საკვებით ყოველდღიურად უზრუნველყოფა; №1, №2 და №3 სასადილოების შენობების გაზიფიცირების სამუშაოები; სასადილოების შენობების სარემონტო სამუშაოები. 4.2.2 I ჯგუფის უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეღავათებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) წყლისა და კანალიზაციის საფასურის დაფარვა; დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დაფარვა; ფიქსირებული ტელეფონის სააბონენტო გადასახადის დაფარვა. 4.2.3 ვეტერანებისა, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) მემორიალის შემკობა, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა; წყლისა და კანალიზაციის საფასურის დაფარვა; დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დაფარვა; ფიქსირებული ტელეფონის სააბონენტო გადასახადის დაფარვა. 4.2.4 უპოვართა და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 06 02 05) მზრუნველობას მოკლებულ მოხუცთა ყოველდღიური მოვლა-პატრონობა; სამედიცინო მომსახურების გაწევა და კვებით უზრუნველყოფა 4.2.5 სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) 0-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის: წყლისა და კანალიზაციის საფასურის დაფარვა; დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დაფარვა; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების საფასურის დაფარვა; სპორტულ და სახელოვნებო დაწესებულებებში სწავლების საფასურის გადახდა. 0-დან 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების გაცემა; უმწეო ხანდაზმულთა ცენტრის კომუნალური ხარჯები დაფინანსება. 4.2.6 ერთჯერადი მატერიალური დახმარება ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 02 07) მე-3 ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით; მე-4 ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება 700 ლარის ოდენობით; მე-5 და მომდევნო ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება 900 ლარის ოდენობით; 4.2.7 მრავალშვილიანი და უდედმამო ბავშვების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) 5 და 5-ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახისათვის მატერიალური დახმარების გაწევა დედის დღესთან (1000 ლარი) და სექტემბრის თვეში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით (1000 ლარი). უდედმამო ბავშვებზე მატერიალური დახმარების გაწევა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (500 ლარი) და სექტემბრის თვეში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით (500 ლარი). 4.2.8 პროფესიული სწავლება (პროგრამული კოდი 06 02 09) 0-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მოქონე პირებისათვის პროფესიული სწავლების კურსის ორგანიზება; 4.2.9 საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 10) მასწავლებლების, მოსწავლეების, სტუდენტების, 0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პენსიონერების M3 კლასის საქალაქო სამგზავრო ავტობუსით მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით კომპენსაცია; ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების M3 კლასის საქალაქო სამგზავრო ავტობუსით უფასო მგზავრობის უზრუნველყოფა. 4.2.10 გაზიფიკაციის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 11) ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, I ჯგუფის უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაზიფიკაციის (ბუნებრივი აირის გაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 300 ლარამდე) საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა; 0-დან 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების გაზიფიკაციის (ბუნებრივი აირის გაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 90% თანადაფინანსება ერთი წერტილის გათვალისწინებით) საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა 4.2.11 სოციალური სახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 06 02 12) ბაგრატიონისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში სოციალური სახლის მშენებლობის დასრულება და ელ. ენერგიის ქსელში ჩართვა. 4.2.12 სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში პროექტის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 15) სოციალური საცხოვრისის ბუნებრივი აირის და ელ. ენერგიის ქსელში ჩართვის სამუშაოები; სოციალური საცხოვრისის ავეჯითა და საბაზისო დანადგარებით უზრუნველყოფა. 4.2.13 მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა (06 02 16) მრავალშვილიანი (7 და მეტ შვილიანი) ოჯახებზე ბინების გადაცემა ქ. ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან; მრავალშვილიანი (7 და მეტ შვილიანი) ოჯახებზე საკომპენსაციო თანხების გაცემა ბინის სარემონტო სამუშოებისათვის. 5 პრიორიტეტი: თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება მოქალაქეთა (წვევამდელთა, რეზერვისტთა) სამხედრო აღრიცხვა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამხედრო-სააღრიცხვო და გამწვევი კომისიების ფუნქციონირებისა და სამხედრო შეკრებათა ჩატარების და მობილიზაციის ღონისძიებები, რომელიც „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი თვითმმართველი ერთეულის დელეგირებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) 5.1. ქ. ბათუმში რეგისტრირებულ წვევამდელთა აღრიცხვა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება თანმდევი მომსახურებით; ქ. ბათუმში რეგისტრირებულ რეზერვისტთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მათი შეკრების ადგილამდე.“. |
გ)
“; | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დ)
დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 4856.6 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 4759.5 ათასი ლარი მიიმართოს ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის, ხოლო 97.1 ათასი ლარი მიიმართოს სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში პროექტის თანადაფინანსებისათვის.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები