დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040230000.18.011.016093 |
|
„ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების, ემისიის დამტკიცებული პროსპექტის და საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“; |
2.
ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ,,ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების, ემისიის დამტკიცებული პროსპექტის და საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის წესი“; |
3.
ბრძანებით დამტკიცებული წესის: |
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების ემისიის დამტკიცებული პროსპექტის და საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის წესი“; |
ბ)
პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) მიერ ემიტენტების ემისიის დამტკიცებული პროსპექტის, ასევე იმ ემიტენტის, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის, ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრის („ფქსსნ“–ISIN) მინიჭების პროცედურებს;“; |
გ)
მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სათანადო ფასიანი ქაღალდი – ემიტენტის მიერ საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად გამოშვებული ფასიანი ქაღალდი; ე) რეგისტრაცია – ემისიის დამტკიცებული პროსპექტის, ხოლო იმ ემიტენტის, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების ძირითადი მონაცემების შეტანის პროცედურა ეროვნული ბანკის მიერ წარმოებულ რეესტრში.“; |
დ)
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ბანკი ფქსსნ-ს ანიჭებს ემიტენტის ემისიის პროსპექტის დამტკიცებისას, ხოლო იმ ემიტენტის, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების მიღებისას, თუ ამავე კლასის ფასიან ქაღალდებს მანამდე ფქსსნ მინიჭებული არ ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ ფქსსნ მანამდე მინიჭებული უკვე ჰქონდა ამავე ფასიანი ქაღალდების კლასს, უკვე მინიჭებული ფქსსნ გამოყენებულ იქნება ამ პროსპექტით ან შეტყობინებით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდებისათვისაც.“; |
ე)
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ემიტენტის ფასიანი ქაღალდებისათვის ფქსსნ-ს მისანიჭებლად ეროვნულ ბანკში წარსადგენი ინფორმაცია 1. ფქსსნ-ის მინიჭებამდე ეროვნული ბანკი დაადგენს, ფასიანი ქაღალდები სათანადოა თუ არა. ამ მიზნისათვის, ეროვნულ ბანკს ემიტენტმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ემიტენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა (დაფუძნდა) და ახორციელებს თავის საქმიანობას , ასევე ცვლილებები ემიტენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ან ემიტენტის იურიდიული მისამართის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ემიტენტის საფირმო სახელწოდება; დ) ემიტენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელები, გვარები და თანამდებობა; ე) ემიტენტის იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართი; ვ) ფასიან ქაღალდებზე ნებისმიერი შეზღუდვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. თუ ემიტენტი ფქსსნ-ის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს საბოლოო პროსპექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 თვისა და აღნიშნული განცხადებით ის ითხოვს ბოლო პროსპექტით დამტკიცებული ფასიანი ქაღალდებისათვის ნომრის მინიჭებას, მას არ სჭირდება დამატებით იმ ინფორმაციის წარდგენა, რომელიც უკვე მოცემულია აღნიშნულ საბოლოო პროსპექტში. 3. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს შეუძლია უარი განაცხადოს ფქსსნ-ის მინიჭებაზე. 4. თუ განმცხადებელი არის ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, მაშინ მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ემიტენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი თანხმობა, რომ აღნიშნულ პირს ენიჭება უფლება გამოითხოვოს საიდენტიფიკაციო ნომერი. 5. საქართველოში საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებულია იმ ემიტენტის მიერ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ხელახლა ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას, თუ მათ უკვე გააჩნიათ საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი. 6. საქართველოში საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდები საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას, თუ მათი საჯარო შეთავაზება უნდა განახორციელოს ემიტენტმა, რომლის ქაღალდებიც დაშვებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, მაგრამ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით უშვებს ახალი კლასის ფასიანი ქაღალდების ემისიას, რომელსაც არ გააჩნია საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ემიტენტის მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ, კერძოდ, გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების კლასი და რაოდენობა. 7. განცხადების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენიდან 10 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს მას და ანიჭებს ფასიან ქაღალდებს საიდენტიფიკაციო ნომერს, თუ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები