დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.105.016121 |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა გაიზარდოს 845,5 ათასი ლარით, მათ შორის:
678,8 ათასი ლარით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებით (და მასში შეტანილი 2013 წლის 26 აპრილის №380 განკარგულებით განხორციელებული ცვლილებით) საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად გამოყოფილი თანხებით : 16,7 ათასი ლარით საერთაშორისო ორგანიზაციიდან ამერიკული პეპლის ზიანის შემცირების ღონისძიებებისათვის მიღებული გრანტით; 150,0 ათასი ლარით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდით (კერძოდ ჯარიმებიდან შემოსავლების) რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსული და საკრებულოზე გამოთქმულ წინადადებათა გათვალისწინებით მიმართულ იქნეს შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად. კერძოდ: 12,0 ათასი ლარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობის პროგრამის (კოდი 060304); 11,5 ათასი ლარი სამედიცინო დახმარების პროგრამის (კოდი 060312); 25,0 ათასი ლარი ააიპ კეთილმოწყობის ცენტრის ასიგნების (კოდი 030303); 29,0 ათასი ლარი ააიპ სასაფლაოების მართვის ცენტრის ასიგნების (კოდი 030207); 30,0 ათასი ლარი ააიპ ფეხბურთისა და ახალგაზრდობის ცენტრის სუბსიდირების (კოდი 050103); ,5,0 ათასი ლარი ააიპ ,,ცენტრალური ბიბლიოთეკის“ სუბსიდირების (კოდი 050204); 15,0 ათასი ლარი ააიპ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ცენტრ ,,ოდიშის“ სუბსიდირების (კოდი 050208) გადიდებისათვის , ასევე კულტურულ ღონისძიებათა /კოდი 050205/ 5,0 ათასი ლარით შემცირების ხარჯზე ააიპ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ცენტრ ,,ოდიშის“ სუბსიდირების გაზრდას 5,0 ათასი ლარით (კოდი 050208). ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის“ ,,კ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №43 დადგენილებაში (სსმ 09.01.2013.სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.105.016103) შეტანილ იქნას ცვლილება, ბიუჯეტის საერთო მოცულობა გაიზარდოს 845,5 ათასი ლარით და დამტკიცდეს 23045,4 ათასი ლარის ოდენობით ნაცვლად ადრე დამტკიცებული 22199,9 ათასი ლარისა დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის); |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და სარევიზიო კომისიებს(ბ.გაბუნია, გ.თოლორაია) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს /ე.თოლორაია/; |
| მუხლი 3 |
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას; |
| მუხლი 4 |
დაევალოს საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება; |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 20406.8 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2240.0 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 15973.8 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2193.0 ათ ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16390.5 ათ ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები მათ შორის: განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4062.6 ათ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი II
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. 2552.0 ათასი ლარი - თავდაცვა საზოგადობრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 0200)
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს თავდაცვის საზოგად-ოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა მუნიციპალიტეტში, თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობის შესაბამისი კვალიფიკაციით დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. მომუშავე პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. მნიშვნელოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის,კონკრეტულად ახალი შენობის მშენებლობა. 1.1. 2332,0 ათასი ლარი - საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 0201) პროგრამის მიზანია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქმედითუნარიანობის ამაღლება, სამაშველო–საავარიო ტექნიკის სრულყოფა, ხანძრების შედეგად მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლის მაქსიმალურად გაზრდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარება,პირადი შემადგენლობის მუშაკების კანონით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი უფლების დაცვა. 1.2. 220.0,0 ათასი ლარი - ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0203) პროგრამა ახორციელებს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას,სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას,მათი სამედიცინო შემოწმებას და გაწვევის ტრანსპორტირებას. 2. 7961.0 ათასი ლარი - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 0300) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული პროგრამა ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი სახლების, ეზოების, დასასვენებელი პარკების, სკვერების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. 2.1.1. 1127.5 ათასი ლარი - გზების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 030101) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მოვლა–შენახვა, შიდა მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ასფალტო-ბეტონის საფარის ორმული შეკეთება, გადაგება ახალი გზების გაყვანა, გრუნტიანი გზების მოხრეშვა, ბეტონის საფარის დაგება რეაბილიტაცია გათვალისწინებულია ა.ხელაიას, ბ.ჯანაშიას, ბარამიას, ბენდელიანის, გორკის, დუტუ მეგრელის, ეგრისის, თავისუფლების, თამარ მეფის, კ.გამსახურდიას,ლევან მეორე დადიანის,ლეონიძის, მესხიას, მეუნარგიას, ნინოშვილის, პუშკინის,სამგორის პირველი შესახვევი, სამგორის, სართანიას, სიმონ ჯანაშიას,შარტავას, ცაბიძის და ჭანტურიას ქუჩის და კომბინატის დასახლებაში,აგრეთვე მუნიციპალიტეტის სოფლებში. ზუგდიდში, ძაძამიას ქუჩაზე მდებარე №4 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციისათვის საჭიროა გამოცხადდეს ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ერეკლე მეორეს, სოხუმის და თაბუკაშვილის ქუჩების. 2.1.2. 200,0 ათასი ლარი - ხიდების მშენებლობა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 030102) პროგრამა ითვალისიწნებს დაზიანებული ხიდების რეაბილიტაციას, მონოლითური ხიდ–ბოგირების მშენებლობას, ახალი კაპიტალური ხიდების მშენებლობას, მოაჯირების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის რეაბილიტაციას.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში სახასიო–საკიკალიშვილოს უბნების დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. მოსაშვილის ქუჩაზე არსებული ფეხით სავალი, ასევე ბერიას, რიგის, ფიფიას ქუჩებზე, სოფელ ჯიხაშკარში და სხვა ხიდების რეაბილიტაცია. 2.1.3. 1321.1 ათასი ლარი - გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 030201) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული განათების ქსელის გაფართოება, გრიშაშვილის, ჩოდრიშვილის, კიკვიძის, სააკაძის, ბათუმის ქუჩების, ბათუმის ჩიხის, ლაზის ქუჩის დასაწყისის,ხუბულავას 1-ჩიხისა და ხუბულავას № 8 სახლის ეზოს გარე განათების მოწყობა.ასევე, ქირიას ქუჩაზე მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ა და ბ კორპუსების ეზოსა და მისასვლელი გზის, შევჩენკოს და რიგის ქუჩის გარე განათების მოწყობა. ზუგდიდის ქალაქის ლომოურის ქუჩაზე არსებული გარე განათების გაგრძელება, სოფელ ინგირიდან არსებული გარე განათების გაგრძელება სოფელ კახათამდე და ახალსოფლის ცენტრისა და კოლხიდის გზის გარე განათება. 2.2.2. 1500,0 ათასი ლარი - დასუფთავების ღონისძიებები ა.ა.ი.პ ,,ზუგდიდდასუფთავების“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 030202) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა და გაუმჯობესება. ყოველდღიურად 40 ჰექტარამდე ფართის დაგვა–დასუფთავების და 130-150 კუბურ მეტრამდე ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიიდან, მრავალსართულიანი საცხოვრებელის ბუნკერებიდან, კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია. ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მასალით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა, მაწანწალა ცხოველების დაჭერა და გადაყვანა სპეციალურ თავშესაფარში. 2.2.3 .112.3 ათასი ლარი - ლიფტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 030205) ამორტიზირებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი კომფორტული ლიფტების შეძენა-მონტაჟი. აღნიშნული სამუშაოები გათვალისწინებულია მაღალსარ-თულიანი ბინების მიხედვით. აღნიშნული საქმიანობების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესრულება. გათვალისიწინებულია ლიფტების რეაბილიტაცია ცოტნე დადიანის ქუჩა №2, №4 და № 6 მრავასართულიან სახლებში. 2.2.4. 129,0 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობის პროგრამ ა.ა.ი.პ,,სასაფლაოების მართვის ცენტრის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 030207) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სასაფლაოების მოვლა–პატრონობა, შემოკავების სამუშაოების, გადაბერებული ხეების მოჭრას და გადაცემას სოციალური დანიშნულების სარგებლობისათვის შესაბამის სამსახურზე. საფლავების აღრიცხვა-განკარგვაში წესრიგის დამყარებას. 2.2.5. 10,0 ათასი ლარი - არასასოფლო მიწების საკადასტრო ნახაზების შედგენის სამუშაოები (პროგრამული კოდი 030208) ქალაქის დაგეგმარების და პრესპექტიული განვითარების გეგმის შესაბამისად განხორციელდება არასასოფლო მიწების შემდგომი გამოყენებისთვის საკადასტრო ნახაზების მომზადება. 2.3.1. 242.4 ათასი ლარი - მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 030301) აღნიშნული პროგრამის მიხედვით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა. ავტოსადგომის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის, გამწვანების სამუშაოები, ბავშვთა სათამაშო მოედნების, განათებისა და დეკორატიული ღობის მოწყობა. გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩა N90–ის ეზოს მოწყობის კაპიტალური სამუშაოები. ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე №4 და №6 მაღალსართულიან სახლებს შორის განთავსებულ ბავშვთა სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და მწვანე ნარგავების დრენაჟის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. 2.3.2. 200,0 ათასი ლარი - შემოსასვლელის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 030302) აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემოსასვლელის იერსახის გაუმჯობესება 2.3.3. 1025,0 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (ა.ა.ი.პ ,,კეთილმოწყობის ცენტრი" ბაზაზე (პროგრამული კოდი 030303) აღნიშნული ცენტრის ფუნქციები და დანიშნულებაა ზრუნვა ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისათვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მოვლა–შენახვის სამუშაოების ჩატარება,ქალაქის მწვანე ნარგავების, პარკების, სკვერების და რაბატების მოვლა–შენახვა, სანიღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. მიმდინარე მოვლითი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ავარიული და გამხმარი ხეების გადაბელვა და ახლის დარგვა, შადრევნების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, საგზაო ნიშნების დამზადება–მოწყობა და აღდგენითი პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება.სადღესასწაულო დღეებში ქალაქის კეთილმოწყობა. 2.3.4. 100,0 ათასი ლარი - ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა, სკვერების, ბულვარის და ქუჩების გამწვანების სამუშაოები (პროგრამული კოდი 030304) პროგრამა ითვალისწინებს ახალი ნარგავების, ხეებისა, მცენარეების და ყვავილების შესყიდვას და დარგვას,მათ მოვლა-შენახვას. 2.3.5. 67,0 ათასი ლარი - ადგილობრივი ტყეების მოვლა–შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 0304) პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი ტყეების დაცვის ღონისძიებანი, სპეციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფა, უკანონო ჭრების შემცირება–აღკვეთა. ბოტანიკური ბაღის მუნიციპალიტეტზე გადმოცემასთან დაკავშირებით მოვლა–შენახვის სამუშაოები 2.3.6. 297.1 ათასი ლარი - სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 0305) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის განხორციელება, ახალი წყალსაწრეტების გაკეთება, ქალაქის სავალი გზების და მოსახლეობის ეზოების დაცვა წვიმიან ამინდში ჭარბი წყლის დაგროვებიდან. სანიაღვრების რეაბილიტაცია. გათვალისწინებულია ფიფიას, კრილოვის, პუშკინის, შარტავს, ბაკურიანის, ქუთაისის, პეტრე უბერის, თამარმეფის ქუჩებზე. 2.3.7. 100,0 ათასი ლარი - მუნიციპალური ტრნსპორტის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0308) მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რათა ტრანსპორტის საწვავისა და მარაგ– ნაწილების ფასების ზრდის გამო, მგზავრობის ღირებულება არ გაძვირდეს. ტრანსპორტის ძირითადი აქტივების ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის შეძენა და სხვა სახის დახმარებათა გაწევა. 2.3.8. 138.3 ათასი ლარი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიგ სოფლებში წყალმომარაგების, ნაპირსამაგრების, ხიდების გზების რეაბილიტაცია მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვების განხორციელებისათვის((პროგრამული კოდი 0316) საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტიზო მომსახურების შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხები სოფლების მიხედვით მოყვანილია ცხრილში:
3. 2025.2 ათასი ლარი - განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის ხელშეწყობა, სკოლამდელ დაწესებულებათა ფუნქციონირებაში საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელება, სკოლის-გარეშე დაწესებულებათა თანადაფინანსება და ზოგადი განათლების ხელშეწყობა პროგრამის ძირითადი ამოცანებია. 3.1. 1620,0 ათასი ლარი - სკოლამდელი აღზრდა-განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0401) ითვალისწინებს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. სასკოლო პროგრამის დასაძლევად მოზარდების სათანადოდ , მომზადებას, არსებული სკოლამდელი დაწესებულებების ბაზის მოვლა–პატრონობას და რეაბილიტაციას. სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლების მაღალ ხარისხს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 57 სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების ფინანსური უზრუნველყოფას. სკოლამდელი დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას. ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებზე მშობელთა შენატანების შეღავათების გავრცელებას. 3.2. 120,0 ათასი ლარი - საჯარო სკოლების,წმინდა გიორგის სახ. გიმნაზიის და განათლების სხვა დაწესებულებების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0402) პროგრამის მიზანია საჯარო სკოლების, განათლების სხვა დაწესებულებათა ფინანსური ხელშეწყობა, მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცება და სხვა საჭირო ხარჯების გამოყოფა. სასულიერო და საერო პირების თანამშრომლობა,მართლმადიდებლური სულისკვეთებით სწავლებისა და აღზრდის პროგრამის განხორციელებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის და სხვა საჭირო პირობების შექმნის ხელშეწყობა. 3.3. 175.0 ათასი ლარი - სკოლისგარეშე საქმინობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაზაზე (პროგრამული კოდი 0403) პროგრამის მიზანია სკოლისგარეშე მუშაობის წარმართვა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული წრეების ფუნკციონირება , სასკოლო ოლიმპიადების, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, შემეცნებითი სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფის თანადაფინანსება. 3.4. 83.7 ათასი ლარი - სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა(მ.შორის ზედაეწერის კოლეჯის სუბსიდირება–67,0ათ.ლარი და ამერიკული პეპელის გრანტი–16,7ათ.ლარი) (პროგრამული კოდი 0404) სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სიახლეების დანერგვა, პროფესიონალი კადრების, სპეციალისტების მომზადება სოფლის მეურნეობისათვის. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა 3.5. 20,0 ათასი ლარი - განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0405) განსაკუთრებული ნიჭის და უნარების მქონე მოზარდთა და ახალგაზრდათა გამოვლენა და მათი ფინანსურ–მატერიალური ხელშეწყობა შესაბამის სფეროში სწავლისა თუ შემოქმედების უნარის წარმოსაჩენად და განსახორციელებლად. 4, 3787,5 ათასი ლარი - კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 0500) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული და სპორტული სფეროს მკვეთრად გაუმჯობესებას. კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, კულტურის, დასვენების და სპორტული ობიექტების მოწყობა რეაბილიტაციის ხარჯებს. 4.1. 1600,0 ათასი ლარი - სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0501) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადება, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, სპორტსმენთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ დაგეგმილ ტურნირებში ადგილობრივ სპორტსმენთა ჩართულობის გაზრდა. სპორტის ექსტრემალური სახეობების განვითარება, ადგილობრივ მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. 4.1.1. 593.5 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ა.ა.ი.პ,,სპორტის განვითარების ცენტრის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 050101) პროგრამების მიზანია სპორტის სხვადასხვა სფეროების წრეების ფუნქციონირებას, სასპორტო სკოლების,სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტსმენების წვრთნისა და გადამზადების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, ვეტერან სპორტსმენთა მიღწევების პოპულარიზაცია. სპორტული ღონისძიებებში მონაწილება საქართველოში და რესპუბლიკის გარეთ. 4.1.2 . 170,0 ათასი ლარი - სპორტული ღონისძიებების დაფინანსება და მინი სპორტული მოედნების მშენებლობა (პროგრამული კოდი 050102) მათ შორის 20,0 ათასი ლარი სპორტული ღონისძიებანი. პროგრამით გათვალისწინებული ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, სპორტსმენების და მწვრთნელების ოსტატობის დონის ამაღლება. მიღწეული წარმატებები, სპორტული სექციებისა და კლუბების გაზრდა. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სპორტული ღონისძებები. რეაბილიტაცია. მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და განვითარება, სპორტული შეჯიბრებების და მასში ჩართული ადამიანების თვისობრივი და რაოდენობრივი ზრდა, პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების გამოვლენა-შეჯიბრებებისა და მონაწილეთა რაოდენობა, ჩატარების ხარისხის გაუმჯობესება. მინი სპორტული მოედნების მშენებლობა–150,0ათ.ლარი ქალაქად და სოფლებში მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია.150,0ათასი ლარიდან სპორტული ღონისძიებებისათვის გამოყოფილია 100,0ათასი ლარი, ხოლო 50,0ათ.ლარი პროექტირებისათვის. პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სპორტული ღონისძიებები: ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე №2, №4 და №6 მაღალსართულიან სახლებს შორის სპორტული მოედნის მოწყობა.ჭყონდიდელის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის მოწყობა, ზ.გამსახურდიას 28–ში მდებარე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. 4.1.3. 836,5 ათასი ლარი - ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) შ.პ.ს ,,საფეხბურთო კლუბი ,,ზუგდიდი“, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანი სახეობის ფეხბურთის და ფეხბურთის გუნდის მომზადებას და განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გუნდის მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებზე და ტურნირებში. 4.1.4. 136.5 ათასი ლარი -ა.ა.ი.პ ,,ფეხბურთისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ სუბსიდირებისათვის (პროგრამული კოდი 050103) აღნიშნული პროგრამა კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალგაზრდობის, ინტელექტუალურ, შემოქმედებით, სპორტულ და სხვა სფეროებში მუშაობას და ღონისძიებების ჩატარებას. უზრუნველყოფს ბავშვთა და მოზარდთა მომზადებას საფეხბურთო გუნდებისათვის, მატჩებში და ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. 4.2. 2137,5 ათასი ლარი - კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0502) კულტურულ შემეცნებითი გასართობი ღონიძიებების ჩატარება, კულტრული ტრადიციების დაცვა–აღდგენა, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუსიკალური კოლექტივების ფუნქციონირება და განვითარება 4.2.1. 180,0 ათასი ლარი- მუზეუმების, სამხატვრო გალერეის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050201) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მემორიალური სახლ-მუზეუმებისა ფონდის აღრიცხვა-სისტემატიზაცია და პოპულიარიზაცია. სამხატვრო შემოქმედებითი გამოფენის მოწყობა და პოპულიარიზაცია. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და პოპულარიზება. არსებული მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი მდგომარეობის პროგრესირება. საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის ხელმისწვდომობის გაზრდა კულტურული მემკვიდრეობისადმი. 4.2.2. 335,0 ათასი ლარი - სამუსიკო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050202) სამუსიკო პროგრამის განხორციელება ხდება N1,N2 სამუსიკო და საგუნდო–სამუსიკო სკოლების ბაზაზე. პროგრამის მიზანია მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, სოლო და კოლექტიური კონცერტების გამართვა, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება, პედაგოგთა დაოსტატებისათვის მასტერ-კლასების ჩატარება, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციისათვის მხატვრულ-მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა. მუსიკალური ნიჭით გამორჩეულ მოზარდთა გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა, ფოლკლორული, საესტრადო და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. საანგარიშო კონცერტები, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული წარმატებები.მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცება. 4.2.3. 53,0 ათასი ლარი - სამხატვრო სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 050203) ითვალისწინებს მოზარდებში სახვითი ხელოვნების უნარჩვევების სწავლა–განვითარებას, პერსონალური და კოლექტიური გამოფენების მოწყობას, პედაგოგების და ოსტატებისათვის მასტერკლასების მოწყობას სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდთა წარმოჩენას და პროფესიული ზრდას, მონაწილეობას გამოფენებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. 4.2.4. 305,0 ათასი ლარი - საბიბლიოთეკო დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050204) აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ა.ი.პ. ,,ცენტრალური ბიბლიოთეკის“ ბაზაზე. პროგრამის მიზანია: წიგნის კითხვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამეცნიერო-საგანმანათლო ღონისძიებების ორგანიზება. შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. თანამედროვე შემოქმედი ავტორების პოპულარიზება. საზოგადოების, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება. წიგნიერების გაზრდა. შემოქმედებითი პოტენციალის ზრდა. ღონისძიებების ინტესივობა და ხარისხი. მკითხველთა რაოდენობის გაზრდა. წიგნის კვირეულის ჩატარება. ფოტოგამოფენების მოწყობა. უსინათლოთა პროგრამა ,,ბუ“–ს დანერგვა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. 4.2.5. 345,0 ათასი ლარი- კულტურული ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 050205) პროგრამის მიზანი სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება, ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნა, ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია მონაწილეთა მასობრიობა, მოსახლეობის განწყობა წელიწადის ყველა ღირშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშვნა ღონისძიებებით. წლის განმავლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება საახალწლო–საშობაო ღონისძიებები: ,,საახალწლო სოფელი“ ბავშვებისათვის საშობაო მსვლელობა,,ალილო“; ახალგაზრდული პერფომანსი–თეატრალური პანტონიმა; შემოქმედ ქალთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი რეწვის ოსტატების გამოფენა. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ფრანკოფონის დღეები ანაკლიაში; ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის დღეს მემორიალის ყვავილებით შემკობა; დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; ფოტოკონკურსი,,ზუგდიდი და ზუგდიდელები“; ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონის ძიებები; ანდრია დადიანის 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი“; სახალხო დღესასწაული,,ვლაქერნობა“; საერთაშორისო საბავშვო-საესტრადო მუსიკის ფესტივალი; ფოლკლორული ფესტივალი,,არტგენი“; საკურორტო ქალაქ ანაკლიის პოპულარიზაციისათვის კლასიკური მუსიკის კონცერტი,,ზღვის სიმფონია“; აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქციის მოწყობა; მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, შემოქმედებითი საღამო; გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი; პენ–მარათონი, მ. კოსტავას ბიუსტის ჩამოსხმის სამუშაოების შესყიდვა და სხვა კულტურული ღონისძიებანი. 4.2.6. 304,5 ათასი ლარი - თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა შ. დადიანის სახ. თეატრის და ჩხორიის სამოყვარულო თეატრის ბაზაზე (პროგრამული კოდი 050207) მათ შორის შ.დადიანის სახ.თეატრის ფინანსური უზრუნველყოფა 262,5 ათ.ლარი პროგრამით ხორციელდება სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე თეატრალური წარმოდგენების გამართვა, თეატრის სახელმწიფო და სამოყვარულო დონეზე პოპულარიზება ,გასტროლებზე გასვლა, კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობა, მსახიობთა ოსტატობის დასახვეწად მასტერ-კლასების ორგანიზება. თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა თეატრისადმი. თეატრალური ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება. მოზარდების თეატრალურ ცხოვრებაში ჩართვა. 4.2.7. 370,0 ათასი ლარი - მუსიკალურ ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების პროგრამა ა.ი.პ,,ოდიშის" ბაზაზე (პროგრამული კოდი 050208) ქართული ფოლკლორული ტრადიციების აღორძინება, უკვე არსებული და ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების ხელშეწყობა, ქორეოგრაფების, ლოტბარებისა და მუსიკოსებისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობა, ფოლკლორული ნიმუშების მოძიება და პოპულარიზება. მოზარდთა და ახალგაზრდათა ჩართულობის გაზრდა ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ანსამბლებში,ფოლკლორის, როგორც ხელოვნების ერთერთი უძველესი დარგის პოპულარიზაცია,მომავალ თაობაში სასიმღერო და ქორეოგრაფიული ეროვნული ტრადიციების, მემკვიდრეობითობის შენარჩუნება, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებში მიღწეული წარმატებები კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული სერტიფიცირების წარმატებულად გავლა. ადგილობრივ რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღება. 4.2.8. 200,0 ათასი ლარი - ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ანდრია დადიანის სკულპტურის პროექტირება და მშენებლობა (პროგრამული კოდი 050209) ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ანდრია დადიანის სკულპტურის ანდრია დადიანის სკულპტურის დადგმა. ანდრია დადიანის პიროვნებისა და ზოგადად ჭადრაკის პოპულარიზება. მონუმენტის ხარისხისა და ესთეტიკური მხარის განსაზღვრა. 4.3. 50,0 ათასი ლარი - ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 0503) პროგრამის მიზანი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის პროგრამები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდების საჭიროებებიდან, მისწრაფებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის მცირე პროექტების თანადაფინანსება, ახალგაზრდების აქტიური დასვენებისა და გართობის ხელშეწყობა,სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის მიმართული ღონისძიებები. ახალგაზრდული აქტივობის ზრდა, მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულიარიზაცია, მოტივაცია განათლებისა და თვითგანათლებისათვის. ახალგაზრდების განათლების ხარისხის განსაზღვრა, მათი საზოგადოებრივი აქტიურობა. ხელშეწყობის ღონისძიებათა გატარება. კომპიუტერისა და ინგლისური ენას პროგრამა დევნილ და ნაკლებად უზრუნველყოფილ ახალხაზრდობას. 5. 1185,0 ათასი ლარი - მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0600) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. 140,0 ათასი ლარი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 0601) პროგრამა ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეშვეობით და მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა ეპიდკვლევების ზედამხედველობა და კონტროლი. პრევენციული ღონისძიებათა გატარება ეპიდსაშიშროებისას. იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული ღონისძიებათა განხორციელება და ზედამხედველობა. პარაზიტულ დაავადებათა ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური ღონისძიებათა გატარება. 5.2. 30,0 ათასი ლარი - ჯანდაცვის სხვა ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 0602) ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გარემოს შენარჩუნების ღონისძიებათა გატარება. ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირები, ავადობის პროგნოზირება და საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება. 5.3 . 985,0 ათასი ლარი - მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0603) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.3.1. 90,0 ათასი ლარი - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (უფასო სასადილოები) (პროგრამული კოდი 060301) ითვალისწინებს უმწეო მოსახლეობის (სარეიტინგო ქულა 0–57000) ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, მორალურ მხარდაჭერას. ყოველდღიურად უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფა ცხელი სადილით დღეში ერთხელ . 5.3.2. 40,0 ათასი ლარი - ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (ერთჯერადი დახმარება) (პროგრამული კოდი 060302) მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღის 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა, ვეტერანთა ღვაწლის დაფასება და პატივისცემა. გარდაცვალების შემთხვევაში ომის ვეტერანების ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების გაწევისათვის დახმარება. 5.3.3. 173,0 ათასი ლარი - ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (ერთჯერადი დახმარება) (პროგრამული კოდი 060303) ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილ ოჯახების, მარტოხელა პენსიონრების, მარტოხელა დედების და დედ–მამით ობოლი ბავშვევის, უმწეო ოჯახების ერთჯერად დახმარებას. 5.3.4. 132,0 ათასი ლარი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია–120,0ათ.ლარი და კავშირი ,,ნერგების“ ფინანსური ხელშეწყობა–12,0ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060304) პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფინანსური მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. 5.3.5. 40,0 ათასი ლარით - მარჩენალ დაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060305) პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალ დაკარგულ ოჯახის მხარდაჭერას. 5.3.6. 10,0 ათასი ლარი - ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060306) 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ფინანსური და მორალური მხარდაჭერა.მოხუცების პატივისცემა და თანადგომა. 5.3.7. 60,0 ათასი ლარი - სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060307) გარკვეული კატეგორიის ადამიანებზე (ვეტერანები, ბავშვთა სახლის აღსაზდელები, უდედმამო ბავშვები, მიუსაფართა სასადილოების, სოციალური საცხოვრისების ბენეფიციართა ფინანსური მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. სადღესასწაულო დღეებში საზეიმო განწყობის შექმნა, დახმარება საჩუქრებით. 5.3.8. 70,0 ათასი ლარი - საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობის და სტუდენტთა ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის დაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 060308) საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა და ხელშეწყობა. მგზავრობის საფასურის თანადაფინასება. ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტთა შეღავათიანი ფასებით მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით. 5.3.9. 150,0 ათასი ლარი- უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060309) ხანძრის და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ბინით უზრუნველყოფა. მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა. ყოფითი პირობების გაუმჯობესება,ფინანსური და მორალური თანადგომა. 5.3.10. 30,0 ათასი ლარი - დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 060310) დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის დამუშავების ხელშეწყობა, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის ხარჯები, გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე დახმარების გაწევა. 5.3.11 70,0 ათასი ლარი - უმწეო ოჯახების და სხვადასხა სახის დახმარებებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060311) ზამთრის პერიოდში უმწეო მოსახლეობისთვის გათბობისათვის საჭირო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება. 5.3.12 131.5 ათასი ლარი - სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს (პროგრამული კოდი 060312) პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიური და სხვა სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა მკურნალობის და მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებას. 5.3.13.20,0 ათასი ლარი- სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზიანებულთა მხარდაჭერის პროგრამა((პროგრამული კოდი 0604) პროგრამა ითვალისწინებს ასახლებას დაქვემდებარებული, დამეწყრილი ოჯახების ფინანსურ ხელშეწყობას. 5.4. 10,0 ათასი ლარი - განსაკუთრებული პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში" (პროგრამული კოდი 0605) ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“ მაცხოვრებელ ბენეფიციართა საცხოვრებელ-საბინაო კომუნალური პრობლემების მოგვარება, ეზოს შემოკავება-კეთილმოწყობა, კომუნალური გადასახადის თანადაფინანსება. |
მუხლი 11.
მარეგულირებელი ნორმები |
ა) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური შეფასებებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირებაში დარეგისტრირებული 57000 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოველდღიური ერთჯერადი კვება ცხელი სადილით. ბ) მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით. გ)ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ერთჯერადი დახმარებები მათ შორის: 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახებისათვის: 4 ბავშვზე -200 ლარით; 5 ბავშვზე - 300 ლარით და ა. შ. მესამე შვილის შეძენისას 200 ლარით; ტყუპების შეძენისას 500 ლარით; დედმამით ობოლ 18 წლამდე ბავშვებისათვის 100 ლარით; მარტოხელა დედებისათვის რომელთა ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი 100 ლარით; უმწეო ოჯახების და მარტოხელა პენსიონერებისათვის ქულა არ აღმატება 57000-ს 100 ლარის ოდენობით; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარებები მათ შორის: 18 წლამდე ინვალიდი და ონკოლოგიური ავადმყოფი ბავშვებისათათვის 100 ლარით; I ჯგუფის ინვალიდებისა და ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის 100 ლარით ე) მარჩენალდაკარგულ პირთა ერთჯერადი დახმარება 100 ლარით, რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი; ვ) 100 წელს გადაცილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება 500 ლარით ზ) უდედმამო ბავშვების, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა(ადგილობრივი და დევნილი),მიუსაფართა სასადილოს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების სადღესასწაულო დღეები(შობა–ახალი წელი, აღდგომა, გიორგობა და სხვა) დახმარებ საჩუქრებით. თ) სტიქიური მოვლენების (მეწყერი) შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა ერთჯერადი 500,0 ათასი ლარის ოდენობით; ი) ქალაქად მცხოვრები უმწეო კატეგორიის (57000 ქულამდე) ოჯახების გაზიფიცირება,თანადაფინანსება 100 ლარის ოდენობით, აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის შეშით ან სანაცვლოდ 100 ლარიანი დახმარება. კ) საზღვრისპირა სოფელ ხურჩას მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ანაზღაურდეს სოფელ კოკის რწმუნებულისა და შ.პ.ს. მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი და გამგეობის მიერ დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტთა მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის განსახორციელებლად შეიქმნას შესაბამისი კომისია; მ) განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამას;დევნილთა მოსახლეობის იდენტიფიკაციას, მონაცემთა ბაზის დამუშავების,დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების ხელშეწყობის მიზნით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებების ხარჯები.გარდაცვლილი დევნილის ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ხელშეწყობა 100 ლარის ოდენობით. ნ) სამედიცინო დახმარების პროგრამა განხორციელდეს შესაბამისი კომისიის დებულების მიხედვით. ო) ხანძრის დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა ერთჯერადი დახმარება(300–1000 ლ) ბინის ქირის 100 ლარიანი საზღაური ყოველთვიურად, საკუთარი საცხოვრისის არმქნე, უმწეო პენსიონერების, მარტოხელა დედის, მარჩენალდაკარგული პირისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან რამოდენიმე არასრულწლოვანი შვილი. 4. ნება დაერთოს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდული პირების ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა თვიური სახელფასო ანაზღაურება 2013 წლიდან გაზარდონ საშუალოდ 35 პროცენტის ფარგლებში. საშტატო ნუსხები და თანამდებობებრივი სარგოები შეათანხმონ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან; 5. 2013 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მუშაკებზე პრემიები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და დახმარებები გაიცეს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში;. 6. საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს. 7. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას. 8. ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოწვეულ მუშაკთა შრომის ანაზღაურება და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხი ინდივიდუალურად შეთანხმდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან. 9. არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს. 10. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შეასაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2013 წელს საბიუჯეტო დაწესებულებისა და ორგანიზაციების ასიგნებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას. არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობამ უზრუნველყონ 2012 წელს ადგილობრივ ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ხარჯვაზე აუდიტორული შემოწმების დასკვნა. . 11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად 15 დღის ვადაში საფინანსო ორგანომ მოამზადოს 2013 წლის ადგილობრივი; ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. 12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი - 280,0 ათასი ლარი მიიმართოს მათ შორის: ა) 110.0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. ბ) 120,0 ათასი ლარი – ,,სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილების განსახორციელებელ ღონისძიებათა დასაფინანსებლად. გ) 20,0 ათასი ლარი – ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდაყოფის შესახებ „საქართველოს კანონით“ განსაზღვრულ უფლებამოსილებების ღონისძიებათა დასაფინანსებლად. დ) 30,0 ათასი ლარი – იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. |
მუხლი 12.
სარეზერვო ფონდი |
2013 წლის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა განხორციელდეს გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 13.
ვალდებულებები |
განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი 1154.7 ათასი ლარით. |
თავი III
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები