„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016149
17
17/05/2013
ვებგვერდი, 22/05/2013
190020020.35.149.016149
„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
 

  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2013 წლის 17 მაისი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნჯიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 26/12/2012; 190020020.35.149.016124) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრმა ან  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის) ქსერო ასლი“;

ბ) წესის მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება“

გ) წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი