საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016065
4
22/05/2013
ვებგვერდი, 27/05/2013
400020010.16.009.016065
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2013 წლის 22 მაისი

ქ. ქუთაისი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ადგენს:

მუხლი 1
   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748) 27-ე მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

  „დ) სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან წყალმომარაგების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიანტი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.“
მუხლი 2
  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია