„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 23/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016175
24
23/05/2013
ვებგვერდი, 28/05/2013
310150000.35.132.016175
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №24

2013 წლის 23 მაისი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვით­მ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:

1.  „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარე­გუ­ლირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტო­მა­ნ­ქა­ნე­ბის პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბა­თ­უმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (სსმ V, №46, 3.11.2010, მუხ.1356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-4 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირების შემთხვევაში, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, ავტომანქანა ექვემდებარება დაჯარიმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. ქუჩის (მოედნის) გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ტროტუარზე ავტომანქანის პარკირებისას, სადაც განთავსებული არ არის პარკირების საცნობარო ნიშანი ან/და მონიშვნის ნიშანი, ავტომანქანა ექვემდებარება დაჯარიმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ავტომანქანის ქუჩის იმ ადგილებზე პარკირებისას, სადაც დგომა ან გაჩერება აკრძალულია, ავტომანქანა ექვემდებარება დაჯარიმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) დადგენილების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქუჩის (მოედნის) გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;”.

გ) დადგენილებას 23-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

მუხლი 231. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანის საფუძვლები

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევის შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას ისეთ ადგილას, რომელიც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;

ბ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას საზოგადოებრივი (მუნიციპალური) ტრანსპორტის გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანა დასაშვებია:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ასეთ ადგილას განთავსებულია შესაბამისი საცნობარო ნიშანი (მინიშნება „ექვემდებარება სპეციალურ დაცულ  სადგომზე გადაყვანას“);

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ასეთ ადგილას განთავსებულია თუ არა შესაბამისი საცნობარო ნიშანი (მინიშნება – „ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას).“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი