დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 22 ნოემბრის N380/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-20/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470200000.22.035.016205 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 22 ნოემბრის N380/ნ ბრძანებით (სსმ, 25.11.2010 წ., N154, მუხ. 2186) დამტკიცებული ,,რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლის სახელმძღვანელოში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე–4 მუხლის: |
1.
მე–5 და მე–6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სააგენტოს მიერ ნიმუშის შესყიდვა ხდება არაუმეტეს სამი ანალიზისთვის საჭირო ოდენობით (მათ შორის ერთი საარბიტრაჟო). 6. რეალიზატორის მოთხოვნის შემთხვევაში ნიმუში შეიძლება აღებულ იქნეს დამატებით კიდევ ერთ ეგზემპლარად, რომელიც რჩება რეალიზატორთან (მისი შესყიდვა სააგენტოს მიერ არ ხორციელდება). ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ოქმში მიეთითება დამატებითი ეგზემპლარის აღების ფაქტი და ნიმუშების იდენტურობას რეალიზატორი ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით.“. |
2.
მე–6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61, 62 და 63 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„61. ნიმუშის მეორეული შეფუთვა ან მისი არ არსებობისას, პირველადი შეფუთვა, ფორმდება სათანადო ეტიკეტით და ილუქება იმგვარად, რომ დაცულ იყოს არასანქცირებული გახსნისაგან. 62. თუ ერთი ანალიზისთვის საჭირო მასალა განაწილებულია რამდენიმე კონტეინერში, მაშინ ეს კონტეინერები იფუთება ერთ ყუთში, ილუქება და უკეთდება ეტიკეტი, ხოლო თუ სინჯი ერთ კონტეინერშია მოქცეული, მაშინ ერთი საანალიზო და ორი სარეზერვო ნიმუში ილუქება დამოუკიდებლად, ხოლო კონტეინერს მიეკვრება ეტიკეტი, სადაც მიეთითება: ა) აღებული მასალის სრული დასახელება და ოდენობა; ბ) პარტიის/ სერიის ნომერი; გ) ნიმუშის შერჩევისა და აღების ადგილი, თარიღი; დ) ნიმუშის შემრჩევი და ამღები პირის სახელის ინიციალი, გვარი და ხელმოწერა. 63. საარბიტრაჟო ნიმუში უნდა ინახებოდეს სათანადო პირობებში მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მისი შესყიდვის მომენტიდან, მაგრამ არაუმეტეს პროდუქტის ვარგისობის ვადის ამოწურვისა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები