„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.016553
234
05/07/2013
ვებგვერდი, 10/07/2013
010040000.22.033.016553
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ერთობლივი ბრძანება №234/515

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 172, 31.12.2010) დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის: 
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით  გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის ასახვა ან/და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შეუძლებელია, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა.“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი