„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 681-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130030000.05.001.016992
681-IIს
31/05/2013
ვებგვერდი, 19/06/2013
130030000.05.001.016992
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. სახელმწიფო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შეზღუდვა

1. სხვა სახელმწიფოსათვის ისეთი ინფორმაციის ან ინფორმაციის შემცველის გადაცემა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო  მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების მიერ სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამ ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებთან გაცვლილ და ამ ქვეყნებისათვის გადაცემულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 მაისი 2013 წ.

N681-IIს