დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.023.016166 |
41
11/06/2013
ვებგვერდი, 11/06/2013
010340000.22.023.016166
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი’’ თანდართული რედაქციით. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
გამოყენების სფერო |
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს. |
2.
ეს წესი ვრცელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოხელეებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე. |
მუხლი 2.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრინციპები |
კონკურსი და ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. |
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია |
მუხლი 3.
კომისიის შექმნა და ფუნქციები |
1.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროში იქმნება კომისია. |
2.
კომისიის ფუნქციებია: |
ა)
პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და პირადი შესაძლებლობების შეფასების პროცედურის წარმართვა; |
ბ)
თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა. |
მუხლი 4.
კომისიის შემადგენლობა |
1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე და წევრები. |
2.
კომისიის თავმჯდომარეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. |
3.
კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. |
4.
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში. |
5.
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის მდივანს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის დავალებით აწარმოებს სხდომის ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას. |
6.
კომისიაში შესაძლებელია შედიოდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. |
7.
მოხელე (პირი) არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი კონკურსი/ატესტაცია. |
მუხლი 5.
კომისიის თავმჯდომარე |
1.
კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება მინისტრი ან მისი მოადგილე. |
2.
კომისიის თავმჯდომარე: |
ა)
განსაზღვრავს კომისიის წევრთა შემადგენლობას და ნიშნავს კომისიის წევრებს; |
ბ)
წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; |
გ)
კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს; |
დ)
კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის მდივანს; |
ე)
უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო; |
ვ)
ქმნის კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი საფუძვლებით; |
ზ)
უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი; |
თ)
ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 6.
კომისიის სამდივნო |
1.
კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. |
2.
კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს სამდივნოს უფროსს და განსაზღვრავს სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას. |
3.
სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებისთვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის: |
ა)
კანდიდატის განცხადებებისა და დოკუმენტების მიღება, შენახვა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; |
ბ)
დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა; |
გ)
კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება. |
4.
კონკურსის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას. |
მუხლი 7.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა |
1.
საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. |
2.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. |
მუხლი 8.
გადაწყვეტილების მიღების წესი |
1.
კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. |
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. |
3.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. |
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. |
5.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში. |
მუხლი 9.
საპრეტენზიო კომისია |
1.
კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. |
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. |
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. |
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. |
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. |
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. |
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. |
8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. |
9.
პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან ან საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. |
10.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
|
თავი III
კონკურსი |
მუხლი 10.
კონკურსის მიზანი და ამოცანები |
1.
კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. |
2.
კონკურსის ამოცანაა კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. |
მუხლი 11.
კონკურსის გამოცხადება |
1.
კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სამინისტრო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით. |
2.
შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: |
ა)
დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებს და რაოდენობას; |
ბ)
კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები); |
გ)
შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოვალეობებს; |
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; |
ე)
კომისიის მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; |
ვ)
აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას. |
3.
კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს შესაბამისი დაწესებულება. |
მუხლი 12.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა |
1.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. |
2.
კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10 - დღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან. |
მუხლი 13.
მოთხოვნები, რომელიც წაეყენება კანდიდატს |
1.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. |
2.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |
3.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. |
მუხლი 14.
კონკურსის ჩატარების პროცედურა |
1.
კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: |
ა)
წერითი დავალება; |
ბ)
სხვადასხვა სახის ტესტირება; |
გ)
გასაუბრება. |
2.
კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით. |
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. |
მუხლი 15.
კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები |
1.
კომისია საკონკურსო ეტაპის/ეტაპების დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს. |
2.
კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. |
3.
კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. |
4.
კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. |
5.
კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. |
მუხლი 16.
ჩაშლილი კონკურსი |
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ასევე თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. |
თავი IV
ატესტაცია |
მუხლი 17.
ატესტაციის მიზნები |
ატესტაციის მიზნებია: |
ა)
მოხელის/მინისტრის მიერ თანამდებობაზე დანიშნული სხვა პირის (შემდგომში – პირი) პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; |
ბ)
მოხელის/პირის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; |
გ)
საკლასო ჩინის მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; |
დ)
მოხელის/პირის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; |
ე)
მოხელის/პირის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; |
ვ)
მოხელის/პირის პროფესიული ზრდის სტიმულირება; |
ზ)
მოხელეთა/პირთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. |
მუხლი 18.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი |
1.
ატესტაციას ექვემდებარება: |
ა)
მოხელე/პირი 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); |
ბ)
კანდიდატი მოხელის/პირის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. |
2.
ატესტაციას არ ექვემდებარება: |
ა)
მოხელე/პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი; |
ბ)
მოხელე/პირი, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით. |
3.
მოხელე/პირი, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას. |
მუხლი 19.
ატესტაციის დრო |
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. |
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სამინისტროს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. |
3.
ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. |
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. |
მუხლი 20.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა |
1.
ატესტაციას ატარებს კომისია. |
2.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის/პირის უშუალო ხელმძღვანელი სამინისტროს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში წარადგენს დახასიათებას საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის“ დანართი №1-ის მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე/პირი. |
3.
მოხელეს/პირს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. |
4.
ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას უზრუნველყოფს სამინისტროს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამართველო. |
მუხლი 21.
ატესტაციის ჩატარების ფორმები |
1.
ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: |
ა)
ტესტირება ან/და სხვა წერითი დავალება; |
ბ)
გასაუბრება. |
2.
ატესტაციის ჩატარების ფორმებს, საატესტატო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით. |
3.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის/პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის/პირის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. |
4.
ატესტაციის დროს მოხელესთან/პირთან გასაუბრებას შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს. |
5.
ატესტაციაზე მოხელის/პირის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე/პირი კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ წესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
|
მუხლი 22.
მოხელის/პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება |
1.
ატესტაციის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად. |
2.
ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: |
ა)
მოხელე/პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; |
ბ)
მოხელე/პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; |
გ)
მოხელე/პირი ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); |
დ)
მოხელე/პირი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. |
3.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის/პირისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. |
მუხლი 23.
ატესტაციის შედეგები |
1.
კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის/პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით. |
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის“ №2 დანართში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის/პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. |
3.
მოხელე/პირი საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას. |
4.
ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მინისტრს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში. |
5.
კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის/პირის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
6.
თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე/პირი არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, მინისტრს უფლება აქვს მოხელე/პირი გაათავისუფლოს თანამდებობიდან. |
მუხლი 24.
ატესტაციისა და კონკურსის შედეგების გასაჩივრება |
კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები