დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160080.22.022.016584 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010, №126 მუხ.1839) დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„41. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების თავისებურებანი 1. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრი ადგენს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და აღნიშნული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას. 2. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადების განხილვისას ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, დიპლომის ფორმის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები