„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016152
20
07/06/2013
ვებგვერდი, 13/06/2013
190020020.35.149.016152
„კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
 

 კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2013 წლის 7 ივნისი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 26/12/2012; 190020020.35.149.016124) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

,,მუხლი 141. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ღვაწლმოსილ მოქალაქეთა დახმარება

1. დახმარების მიმღები არის პირი, რომელსაც სამშობლოს ან/და კასპის მუნიციპალიტეტის წინაშე გააჩნია განსაკუთრებული ღვაწლი და 2013 წლის განმავლობაში შეუსრულდება დაბადებიდან 70 ან  მეტი საიუბილეო მრგვალი თარიღი.

2. აღნიშნული კატეგორია დახმარებას მიიღებს ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით.

3. დახმარების მიმღების კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:

ა) კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს;

გ) კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

დ) კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ,   საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;

ე) კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ჯგუფს.

4. დახმარების მიმღების კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი სახით წარუდგენენ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:

ა) დახმარების მიმღების კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;

ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;

გ) არსებობის შემთხვევაში კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები;

დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კანდიდატის წერილობითი თანხმობა;

ე) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს ინფორმაცია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან.

5. დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს სოციალური დახმარების გაცემის კომისია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი