„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 509
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016202
509
05/07/2013
ვებგვერდი, 05/07/2013
140010000.22.034.016202
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №509

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N1310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე' საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N1310 ბრძანებაში (სსმ III ნაწ., 19.12.2005 წ., N146  მუხ.1635)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სამხრე ვიდეოკამერა;“.

2. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საზოგადოებრივი წესრიგის, სამართალდარღვევაზე რეაგირების, მოქალაქისა და პოლიციელის უფლებების დაცვის, საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით  განახორციელოს ვიდეო-აუდიო ჩაწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მიღებული მონაცემების კანონით დადგენილი წესით  შენახვასა და გამოყენებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.“.

3. მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) აცნობოს მოქალაქეს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი