,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 619
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 05/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.04.001.003.343
  • Word
619
05/12/2008
სსმ, 35, 05/12/2008
010.120.000.04.001.003.343
,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ნება დართოს უცხოელს სახელმწიფო საზღვრის სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადმოკვეთასა და საქართველოში ყოფნაზე 3 თვემდე ვადით.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა უფლებამოსილმა ორგანომ.“.

3. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უცხოელის ინსპექტირების განხორციელების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო:

ა) უცხოელს აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვას, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

4. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.“.

5. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დააკავოს უცხოელი და გადასცეს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№619–IIს