„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 623
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 05/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.04.001.003.347
  • Word
623
05/12/2008
სსმ, 35, 05/12/2008
400.010.020.04.001.003.347
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო;“.

2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით შეიმუშავებენ მოძრაობის დაყოფის სისტემებს, საზღვაო დერეფნებს, ფარვატერებსა და რეკომენდებულ გზებს, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით და რომლებიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. მათი შესრულება სავალდებულოა უცხო ქვეყნის ყველა გემისათვის. საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული ნორმატივებიდან გადახრა შეიძლება მხოლოდ დროებით, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე.“.

3. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.“.

4. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო იღებს საჭირო ზომებს ასეთი დარღვევის აღკვეთის ან თავიდან აცილების მიზნით. მას უფლება აქვს, ჩაატაროს გემის ინსპექტირება და დააკავოს იგი დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№623–IIს