„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.017326
161
21/06/2013
ვებგვერდი, 25/06/2013
330130000.10.003.017326
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2013 წლის 21 ივნისი

   ქ.თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუ­ხლის მე-4 პუნ­ქ­ტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წე­სი­სა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ,2009 წელი, მუხლი 430) შეტა­ნილ იქნეს შემ­დე­გი ცვლილება:

1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროს, ურეკის სარეკრეაციო ტერიტო­რიე­ბისათვის, ასევე ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რე­გულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკო­ნო­მიკისა და მდგრადი გან­ვითარების სამინისტრო;“;

ბ) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 2. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა­ქცი­ით:

„1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხ­ლე­ბით დადგენილი შემთხვევებისა, რომელ­თაგან თითოეულზე მიმდინა­რეობს დამოუკიდებელი ადმინის­ტრა­ციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადი­ით გათვალის­წი­ნებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და და­დე­­ბითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცე­მის შემდეგ შეუძ­ლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრა­ციუ­ლი წარმოების დაწყება. აღნიშ­ნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოე­ბის ვადე­ბია:

ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დად­გენა (შემდგომში – მი­წის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყე­ნების პირობების დამტკიცება) – არაუმე­ტეს 12 დღისა; IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ბახმაროს, ბაკურიანის, გუ­­დაურის და ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის, აგრეთვე ყველა კლა­­სის იმ ობიექტებისათვის (გარდა V კლასისა) რომელთა საქმიანობა ექვე­მდ­ე­ბარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას - არაუმეტეს 15 დღისა, ხოლო V კლა­­სის შე­ნო­ბა-ნაგებობებისთვის – არაუმეტეს 30 დღისა;

ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდ­გო­მ­ში - არქიტექტურული პროექტის, კონს­ტრუქ­ციული ან/და ტექნოლო­გიური სქე­მის შეთანხმება) - არაუმეტეს 18 დღისა; IV კლასის შენობა-ნაგებობე­ბისა­თ­ვის, ბახმაროს, ბაკურიანის, გუდაურის და ურეკის სარეკრეაციო ტერი­ტო­რიე­ბი­სათვის, აგრეთვე ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა საქმიანობა ექვე­მდე­ბა­რება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და V კლა­სის შენობა-ნაგებო­ბები­ს­თ­ვის – არა უმე­ტეს 20 დღისა;

გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არა უმეტეს 5 დღისა, ხო­ლო V კლა­სის შენობა-ნაგებობებისთვის– არაუმეტეს 10 დღისა.”.

3.  39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„1. დამკვეთი უფლებამოსილია, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მშე­ნე­ბ­ლო­ბის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცე­დუ­რისაგან განსხვავებით, აირჩიოს ორ­სტა­დიიანი ადმინისტრა­ციული წარმოება. აღნიშნული სტადიების ადმინი­სტ­რაციული წარმოების ვადებია:

ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამ­ტკ­ი­ცება – არა უმეტეს 12 დღისა; IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, აგრეთვე ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკო­ლო­­გიურ ექსპერტიზას, და ბახმაროს, ბაკურიანის, გუდაურის და ურეკის სარე­კ­რეაციო ტერიტორიებისათვის - არაუმეტეს 15 დღისა;

ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არა უმე­ტეს 20 დღისა (მო­ცე­­მულ სტადიაზე სამშენებლო დო­კუმენტის პროექტი უნდა მოიცავდეს ამ და­დ­­­გე­ნილების შესა­ბა­მისად განსაზღვრული II სტადიისათვის საჭირო პროექ­ტე­ბს/სქემებს).“.

    

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი