„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 780-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.017016
780-IIს
28/06/2013
ვებგვერდი, 15/07/2013
430060000.05.001.017016
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

 ა) „ბ1“  ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

„ბ2) პროფესიული ტესტირება – პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზადყოფნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.“.

3. 101 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-14 მუხლის:

 ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებს და ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-15 მუხლის:

ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ამტკიცებს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) უფლებამოსილია პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;“.

6. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 61 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ვალდებული იყვნენ, ავტორიზაცია 2013 წელს გაევლოთ, ავტორიზებულად ჩაითვალონ 2014 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნულ თარიღამდე ეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით.“.

 მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ივნისი 2013 წ.

N780-IIს