არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017355
188
29/07/2013
ვებგვერდი, 30/07/2013
040030000.10.003.017355
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №188

2013 წლის  29 ივლისი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პი­რ­ველი ნაწილის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑  სოხუმის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 205224700) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯა­რო სამართლის იურიდი­ულ პირად ‑  სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­­სი­ტე­ტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადე­მიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე, ძირი­თადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითა­დი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებ­ლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსი­ლება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირის ‑  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 205224700)  სამართალმემკვიდრედ.

 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზ­რუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სოხუმის სახე­ლ­მ­წიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.

4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის ‑ სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელ­საც  წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო.

 5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს ‑ სოხუმის სახელმწიფო უნი­­ვერ­სი­ტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით  დადგენილი წესით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის ‑  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის პირველი დეკემბრის №447 დადგენილება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რე­­ესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიული პირის ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფი­კაციო კოდი ‑ 205224700) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამო­ც­ხადება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი