საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 877-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016075
877-რს
27/07/2013
ვებგვერდი, 20/08/2013
010190020.04.001.016075
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცესკოს თითო წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას იღებენ  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

2. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი/საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში აღნიშნული უნდა იყოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).“.

3. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ასეთი პარტიაა გაერთიანებული, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსებას მიიღებენ ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ საარჩევნო ოლქზე − 150 ლარის ოდენობით.“.

4. 51-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მიზნებისათვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.“.

5. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი ასეთ დაფინანსებას მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.“.

6. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − აგრეთვე კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 18 დღისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ დასკვნის წარდგენის მომენტისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს, ფულადი სახსრების წყაროს მითითებით. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას).“.

7. 1851 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცესკო/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამომრჩევლად დაარეგისტრიროს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ეს პირი რეგისტრირდება საქართველოში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების ან საკუთარი განცხადების საფუძველზე.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1852 და 185მუხლები:

 „მუხლი 1852. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის სამხედრო მოსამსახურეთა სიების საჯაროობა

აკრძალულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიების გასაჯაროება (გამოქვეყნება, ასლების გადაღება, გაცემა და შესაბამის უბნებში მათი ფოტოვიდეოგადაღება).

მუხლი 1853. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება

მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ (პარტიამ), რომელსაც არ აქვს საარჩევნო რეგისტრაცია ცესკოში და სურს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის წარადგინოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ კანონის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც მას უფლება აქვს, შეაგროვოს ამ კანონით დადგენილი რაოდენობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები, რაც შესაძლებელს ხდის, მხოლოდ ამ არჩევნებისათვის ერთდროულად გაიარონ რეგისტრაცია მან, როგორც საარჩევნო სუბიექტმა, და მის მიერ წარდგენილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივლისი 2013 წ.

N877-რს