„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2013
ძალაში შესვლის თარიღი 04/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016098
25
13/08/2013
ვებგვერდი, 20/08/2013
210020010.35.139.016098
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

   ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2013 წლის 13 აგვისტო

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, საკრებულომ   დ ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება "ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 14/06/2013, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.139.016089 ) და დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 

"მუხლი 5

შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით:

1. თითოეულ სამორინე მაგიდაზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 15000 ლარი, დაბა ბაკურიანში 18000 ლარი;

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 1500 ლარი, დაბა ბაკურიანში 2000 ლარი;

3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - ქ. ბორჯომში, საპრიზო ფონდის 5%, დაბა ბაკურიანში 10 %;

4. სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 30000 ლარი, დაბა ბაკურიანში 45000 ლარი;

5. ლატარიების მოწყობაზე - ქ. ბორჯომში ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%, დაბა ბაკურიანში 15%;

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელეტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 5000 ლარი, დაბა ბაკურიანში 7500 ლარი;

7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 5000 ლარი, დაბა ბაკურიანში 7500 ლარი (თუ კლუბის მაგიდა მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის გამოიყენება მეპატრონე უფლებამოსილია არ გადაიხადოს მოსაკრებელი)."

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე