ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.151.016130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
15/08/2013
ვებგვერდი, 23/08/2013
210020010.35.151.016130
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/08/2013 - 28/03/2017)

 

                           ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 15 აგვისტო

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების,   ამავე კანონის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის,  ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მათი განაკვეთები სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25000 ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარი;
3.  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40000 ლარი;
4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების  20%.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი;
7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის 57 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30/12/2011  სარეგისტრაციოკოდი:  210020010.35.151.016076).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი