„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 29/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016071
10
29/08/2013
ვებგვერდი, 02/09/2013
400020010.16.009.016071
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №10

2013 წლის 29 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ III, 01.12.2008 წ., №170, მუხ. 1748) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:
ა) პირველი მუხლის მე–4 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ წესების მიზნებისათვის ტერმინები „მიმწოდებელი“ და „წყალმომარაგების ლიცენზიატი“ – გულისხმობს ყველა იმ პირს, ვისაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 391 მუხლის შესაბამისად, მიღებული აქვს წყალმომარაგების ლიცენზია.“;

ბ) მე–18 მუხლის:
ბ.ა) მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ახალი მომხმარებლის  წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური  დგინდება მისაერთებელი სასმელი წყლისა და წყალარინების მილების მოთხოვნილი დიამეტრის მიხედვით (დანართი №3).“;

ბ.ბ) მე–11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მისაერთებელი სასმელი წყლის/წყალარინების მილის დიამეტრი და წარმადობა;“;

ბ.გ) მე–12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს  წყალმომარაგების სისტემაზე სამი ან სამზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის  წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა განსაზღვრული უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი  წარმადობის ოდენობის შესაბამისად.“;

გ) მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია დაადგინოს  წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით) ან განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სასმელი წყლისა ან/და წყალარინების მილების დიამეტრი შეუსაბამოა სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი  წარმადობის ოდენობებთან. ასეთ შემთხვევებში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.“.

2. დადგენილების მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური

1. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადები და საფასური:

ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთება:

სასმელი წყლის მილის დიამეტრი, მმ

სასმელი წყლის წარმადობა, მ3/დღეღამეში

მილის

მაქსიმალური მისაერთებელი სიგრძე, მეტრი

მაქსიმალური მიერთების პერიოდი, დღე

სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი

15

0-15

40

30

500

20

16-30

40

30

550

25

31-48

40

30

600

32

49-87

40

30

650

40

88-108

100

40

3200

50

109-182

100

40

3300

63

183-302

100

40

3400

75

303-432

100

40

3500

90

432-579

150

50

5500

110

580-732

150

50

5700

150

733-1616

150

50

6000

 

 

ბ) წყალარინების ქსელზე მიერთება:

 

წყალარინების მილის დიამეტრი მმ

მილის

მაქსიმალური მისაერთებელი სიგრძე, მეტრი

მაქსიმალური მიერთების პერიოდი, დღე

წყალარინების ქსელზე მიერთების ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი

100

40

30

1000

150

100

40

11500

200

150

50

20500

 

2. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (წყალმომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მოხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს პირველ პუნქტში მოცემული საფასურის 50%-ს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია