„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 29/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016072
11
29/08/2013
ვებგვერდი, 05/09/2013
400020010.16.009.016072
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №11

2013 წლის 29 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ III, 01.12.2008, N170, მუხ. 1748) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.“.

2. მე– 9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

ბ) მე– 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

გ) მე– 4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. წყალმომარაგების ლიცენზიატი და  ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მქონე საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლი უფლებამოსილნი არიან გააფორმოთ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წყალმომარაგების ლიცენზიატს მიეცემა უფლება, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენება წაიკითხოს, ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების წაკითხვის შორის პერიოდებში მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება ერიცხება პირობითად – წინა სამი თვის საშუალო მოხმარების მიხედვით. მრიცხველის ჩვენების ყოველი წაკითხვის შემდეგ  წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია დაადგინოს სხვაობა სასმელი წყლის რეალურ მოხმარებასა და პირობითად დარიცხულ ღირებულებას შორის და მოახდინოს მონაცემების კორექტირება შემდეგი წესით:

ა) თუ მომხმარებელის მიერ გადახდილი  თანხა მეტია ვიდრე ფაქტობრივად  მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება,  ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა გაიქვითოს მომდევნო ანგარიშსწორებისას;

ბ) თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ნაკლებია ფაქტობრივად მოხმარებული სასმელი წყლის  ღირებულებაზე, წარმოშვებული დავალიანება მომხმარებელმა უნდა დაფაროს მომდევნო ანგარიშსწორებისას.“

დ) მე– 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, სამომხმარებლო ტარიფი, ასევე სულადობა (თუ რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა), ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, სულადობით დარიცხვის ნაცვლად, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა კუბურ მეტრებში (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და ღირებულება, მომხმარებელზე დარიცხული თანხა, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშები და ადგილი (დაწესებულება), სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, აგრეთვე, მიმწოდებლის სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომრები, ხოლო ქვითრის მეორე მხარეს დამატებით დატანილი უნდა იყოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია.".

3. 27–ე მუხლის მე–8 პუნქტის:
ა) „ა.ბ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ.) აღრიცხვის კვანძის მოწყობის ხარჯებიდან მომხმარებელს დაარიცხოს შემდეგი წესით:“;

ბ) „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ.ა.) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მილის დიამეტრი არ აღემატება 15 მმ–ს, ერთი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობის საფასური არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს;";

გ) „ა.ბ.ბ.“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
დ) „ა.ბ.ბ.“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ.გ.“ და „ა.ბ.დ.“ ქვეპუნქტები:

„ა.ბ.გ.) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მილის დიამეტრი აღემატება 15 მმ–ს, აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობის საფასური უნდა განისაზღვროს წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვით;

ა.ბ.დ.) მომხმარებლისთვის ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, საფასური იანგარიშება ცალცალკე ყოველ  აღრიცხვის კვანძზე (მათ შორის მრიცხველზე).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია