„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 129/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016649
129/ნ
06/09/2013
ვებგვერდი, 09/09/2013
430210000.22.022.016649
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №129/ნ

2013 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 250211, 25/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016066) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა)  ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:

,,ე1) რეცენზენტი − ამ წესის 91 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი;“

ბ) ,,მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1 ქვეპუნქტი:

,,მ1) რეცენზია − რეცენზენტის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია რეცნზენტის მიუკერძოებელი დასაბუთება ამ წესის 91 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის  შესახებ.

გ) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,პ) კონკურსანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) წარუდგენს განაცხადს სახელმძღვანელოსათვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გრიფირებისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით დაუშვებელია:

ა) კონკურსანტი იყოს სამინისტროს ან მისი სისტემის თანამშრომელი ან ამ თანამშრომლის ნათესავი, გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლისა ან მისი ნათესავის და გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმძღვანელოს შექმნა ან/და გამოცემა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ;

ბ) შემფასებელი/რეცენზენტი იყოს საკონკურსოდ წარდგენილი სახელმძღვანელოს ავტორთან/საავტორო უფლების მფლობელთან ნათესაურ ან ისეთ კავშირში, რამაც შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად ზეგავლენა მოახდინოს კონკურსის შედეგებზე, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ სუბიექტის თანამშრომელი, რომელსაც ამ წესის  91 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაევალა  სახელმძღვანელოს შექმნა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნისას მხარეები ვალდებულნი არიან განაცხადონ ამის შესახებ. ასეთ დროს  მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) შემფასებლის/რეცენზენტის აცილება;

ბ) შემფასებლის დასკვნის/რეცენზენტის რეცენზიის გაუქმება.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელო/სერია შეფასებისათვის/რეცენზირებისათვის გადაეცემა სხვა შემფასებელს, ხოლო თუ გრიფირების შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას განმეორებითი შეფასების/რეცენზირების განსახორციელებლად არ რჩება საკმარისი დრო, ამ შემფასებლის/რეცენზენტის შეფასება/რეცენზია არ მიიღება მხედველობაში.“.

3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმძღვანელოს/სერიის  გრიფირება“

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების გამოცხადება

1. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს გრიფირებას და განსაზღვრავს გრიფირების თითოეული ეტაპის ჩატარების ვადებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება  სამინისტროს ვებგვერდზე.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების ეტაპები“

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოზე, ასევე სერიაზე, ასევე, სახლემძღვანელოს ცალკეულ სახეებზე საგნებისა და კლასების/დონეების მიხედვით.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) განაცხადი, რომლის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

ბ) სახელმძღვანელოს/სერიის ანკეტა, რომლის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

გ) სახელმძღვანელოს/სერიის:

გ.ა) სრული, ფერადი ვერსიის ერთი ბეჭდური ეგზემპლარი, იმ ფორმით რა ფორმითაც კონკურსანტს წარმოუდგენია მისი დაბეჭდვა გრიფის მინიჭების შემთხვევაში;

გ.ბ) ხუთი შავ-თეთრი ნაბეჭდი ეგზემპლარი და ამავე რაოდენობის ფერადი ელექტრონული ვერსია (ჩაწერილი CD/DVD-writer-ზე) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან ავტორის იდენტიფიცირება ან ხუთი ფერადი ნაბეჭდი ეგზემპლარი, რომლითაც, ასევე, გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან ავტორის იდენტიფიცირება;

დ) გრიფირებისათვის წარმოდგენილ სახელმძღვანელოზე/სერიაზე საავტორო უფლების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საავტორო უფლების მფლობელის შემთხვევაში);

ე) კონკურსანტი ფიზიკური პირის შემთხვევაში (თუ იგი ავტორია) მისი პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერი და ინფორმაცია, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ვ) კონკურსანტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

ზ) სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების საფასურის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე შეტანის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) თანხმობები:

თ.ა) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, სამინისტროსათვის მისი გამოყენების უფლებით ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემაზე;

თ.ბ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციის – „გამორჩეულად საუკეთესო” საფუძველზე გრიფის მინიჭების შემთხვევაში სამინისტროსათვის მისი გამოყენების უფლებით განსაკუთრებული ლიცენზიით საავტორო უფლების გადაცემაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ;

თ.გ) სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მასწავლებლის წიგნი საჩუქრად გადასცეს შესაბამისი საგნის კლასის ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც მას სახელმძღვანელოდ იყენებს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმძღვანელო წარმოდგენილია მხოლოდ მასწავლებლის წიგნით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კონკურსანტს, ამ მუხლის შესაბამისად, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ეძლევა განაცხადის სამინისტროში მიღების თარიღისა და რიგითი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. სამინისტრო უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს სახელმძღვანელოს/სერიის ავტორის პროფესიული ბიოგრაფიის (CV) წარმოდგენა.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგნობრივი ჯგუფი შედგება სახელმძღვანელოს/სერიის შემფასებლებისაგან. მის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3 . თითოეულ შემფასებელს შესაფასებლად გადაეცემა სახელმძღვანელოს/ სახელმძღვანელოების/სერიის/სერიების შავ-თეთრი ეგზემპლარი საავტორო უფლების მფლობელის ან ავტორის იდენტიფიცირების გამომრიცხველი ფორმითა და აღნიშვნებით, რომელთაც აფასებენ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.

4. შემფასებლის უფლება-მოვალეობები და შრომის ანაზღაურების ოდენობა - პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. გრიფის მინიჭება-გამოქვეყნება

1. სახელმძღვანელოების ჯამურ ქულებზე დაყრდნობით საგნობრივი ჯგუფები გამოითვლიან თითოეული მათგანის საბოლოო ქულას და ადგენენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც განსაზღვრავს იმ სახელმძღვანელოთა/სერიათა ჩამონათვალს, რომლებმაც გადალახეს ყველა ფორმისათვის დადგენილი ქულობრივი ბარიერი და შესაძლებელია მიენიჭოთ გრიფი.

2. საგნობრივი ჯგუფების დასკვნები წარედგინება სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიას.

3. სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის შემადგენლობას და მუშაობის წესს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის უფლებამოსილებებია:

ა) განიხილოს საგნობრივი ჯგუფების დასკვნები, შეამოწმოს თითოეული საგნის მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოთა/სერიის საბოლოო ქულის სისწორე, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მათი შეფასების შესახებ, მათ შორის, იხილოს ცალკეული შემფასებლების შეფასებები და სახელმძღვანელოები;

ბ) იმსჯელოს დასკვნებისა და შეფასებების შესაბამისობაზე წინამდებარე წესის მოთხოვნებთან;

გ) გასცეს რეკომენდაცია კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

5. სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭების შესახებ სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მინისტრი ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმძღვანელოს/სერიას ანიჭებს გრიფს.

6. სამინისტრო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მის ვებგვერდზე აქვეყნებს ამ აქტის პროექტს. თუ შემფასებელი თვლის, რომ სასურველია განხორციელდეს კონკრეტული სახელმძღვანელოს გარკვეული კორექტურა (ტექნიკური თვალსაზრისით), სამინისტრო ვალდებულია კონკურსანტს მისცეს რეკომენდაციები, ხოლო ამ უკანასკნელმა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ასახოს ისინი და შესწორებული სახელმძღვანელოს/სერიის ერთი სრული ელექტრონული რედაქტირებადი ვერსია შესრულებული გრაფიკულ (საგამომცემლო) პროგრამაში წარმოადგინოს სამინისტროში.“.

9. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

,,მუხლი 91. სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირება სპეციალური წესით

 1. სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისია უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფის წარდგინების გათვალისწინებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ შექმნილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის, ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლის გარეშე, გასცეს რეკომენდაცია გრიფის მინიჭებაზე.

2.  სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, რომელიმე კონკრეტული საგნის სახელმძღვანელოს არარსებობის ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნას, მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით,  სახელმძღვანელო/სერია, რომელიც წარედგინება სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების  კომისიას. სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისია უფლებამოსილია, გასცეს რეკომენდაცია ცალკეული სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის, ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლისა და საფასურის გადახდის გარეშე, გრიფის მინიჭებაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ  სახელმძღვანელოებზე/სერიაზე საავტორო – პირადი არაქონებრივი და ქონებრივი – უფლებები ეკუთვნის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთ-ერთ იურიდიულ პირს.

4. ამ მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას, სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭებაზე ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების  კომისია გასცემს რეცენზენტის რეცენზიის განხილვის შემდეგ. რეცენზენტების შემადგენლობას (არანაკლებ სამისა), თითოეული სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, ხოლო მათი უფლება-მოვალეობები, ასევე შრომის ანაზღაურების ოდენობა-პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

5. სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების  კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული უარი თქვას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეცენზიების გაზიარებაზე.

6. სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების კომისიის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში,  მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას  სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის, ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლისა და საფასურის გადახდის გარეშე, გრიფის მინიჭების შესახებ.

10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. სამინისტროს უფლებებები და ვალდებულებები

1. სამინისტროს უფლება აქვს:

ა) განუხილველად დატოვოს განაცხადი, თუკი იგი არ აკმაყოფილებს წინამდებარე წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს;

 ბ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საავტორო უფლების მფლობელის მიერ ჩვეულებრივი ლიცენზიის  ან განსაკუთრებული  ლიცენზიის  ხელშეკრულებით  გადაცემული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება გადასცეს ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საავტორო უფლების მფლობელისთვის დაინტერესებული პირის მიერ ჰონორარის სახით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ტირაჟის ღირებულების 10%-ის გადახდას);

გ) მოსთხოვოს საავტორო უფლების მფლობელს სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსიის შესაბამის ფორმაში წარმოდგენა;

დ) შეასრულოს წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

 2. სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის მიუკერძოებლად შეფასება;

ბ) წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის შეფასება  მხოლოდ  სახელმძღვანელოს/სერიის ამ წესით დადგენილი შეფასების ფორმების შესაბამისად.“.

11. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ ) სხვა ენაზე/ენებზე თარგმნოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო /სერია იმ შემთხვევაში, თუ ნათარგმნი სახელმძღვანელოს/სერიის გამოყენება იგეგმება საქართველოს სკოლებში. ნათარგმნი სახელმძღვანელო/ სერია წარედგინება სამინისტროს შესამოწმებლად;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია გამოყენების უფლებით ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს სამინისტროს;

 გ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების  კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციის – „გამორჩეულად საუკეთესო” საფუძველზე გრიფის მინიჭების შემთხვევაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია განსაკუთრებული  ლიცენზიის  ხელშეკრულებით გადასცეს სამინისტროს;“.

12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. გრიფირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დაარქივება

1. გრიფირებისათვის კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოები/სერიები გრიფირების დასრულების შემდეგ შეინახება სამინისტროში იმავე კალენდარული წლის დასრულებამდე, რის შემდეგაც ისინი ექვემდებარება განადგურებას. ამ დროის განმავლობაში კონკურსანტს უფლება აქვს განცხადების საფუძველზე ისინი უკან გამოითხოვოს.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს კონკურსანტის მიერ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული სახელმძღვანელოს/სერიის სრული ელექტრონული რედაქტირებადი ვერსიის, რომელიც შესრულებულია გრაფიკულ (საგამომცემლო) პროგრამაში, უსაფრთხო შენახვას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში, ხოლო შემდეგ – მის განადგურებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე