საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5570
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 21/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.072
  • Word
5570
07/12/2007
სსმ, 45, 21/12/2007
230.000.000.05.001.003.072
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) 128-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი:

მ.ა) პირადი საიუველირო სამკაული;

მ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;

მ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი;

მ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;

მ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი;

მ.ვ) ერთი რადიომიმღები;

მ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;

მ.თ) ერთი ტელევიზორი;

მ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;

მ.კ) ერთი კალკულატორი;

მ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);

მ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);

მ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა;

მ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავის გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა).“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი             ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 7 დეკემბერი.

№5570_IIს