დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160080.22.022.016659 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1839) დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში შეიძლება წარდგენილ იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი ასლი, როგორც აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ასევე მის გარეშე.“. 2.მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3.მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4.მე-5 მუხლის: ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. ცენტრი აღიარებს კრედიტების იმ რაოდენობას, რაც გათვალისწინებულია მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების თავსებადი სასწავლო კურსისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიღების მომენტში ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.“; ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 და მე-17 პუნქტები: „16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობა ცენტრის მიერ გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით. 17. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობის მისაღებად საგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარადგინოს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ. წარდგენილ შეთანხმებაში მოცემული განათლების აღიარების წესი უნდა შეესაბამებოდეს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მარეგულირებელ კანონმდებლობას.“. |
| მუხლი 2 |
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010 №126 მუხ.1839) დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურების“ (დანართი №2) პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის - 30 ლარი, ხოლო უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის - 60 ლარი.“. |
მუხლი 3.
|
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები