„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის № 241/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 470120000.22.035.016222
01-39/ნ
08/10/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
470120000.22.035.016222
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის № 241/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-39/ნ

2013 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის № 241/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის  შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანებით (სსმ, №120, 21.12.2000 წ.) დამტკიცებული დებულების (სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების  დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ) V თავის (დონორობის უკუჩვენებები):
ა) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,24. ქცევა, რომელიც უკავშირდება სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს:

ა)   მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან;

ბ)  სქესობრივი კავშირი რაიმე სახის ანაზღაურების  (ფული, ნარკოტიკი, სხვა) მიღების მიზნით;

გ)  ნარკოტიკების ინექციური  მოხმარება.“.

ბ) 65-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 65და  652   პუნქტები:

,,651. ქცევა, რომელიც უკავშირდება სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს:

ა) დაუცველი სქესობრივი კონტაქტები (გადავადება 12 თვის განმავლობაში უკანასკნელი დაუცველი კონტაქტიდან);

ბ) ორი ან მეტი სქესობრივი პარტნიორის ყოლა ბოლო 6 თვის განმავლობაში (გადავადება 12 თვის განმავლობაში ბოლო სქესობრივი კონტაქტიდან);

გ) სქესობრივი კონტაქტი სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის  (24-ე პუნქტის ,,ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტების, 651 და 652 პუნქტების  შესაბამისი) მქონე პარტნიორთან   (გადავადება 12 თვის განმავლობაში ბოლო კონტაქტიდან);

დ) სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც აქვს  ან ადრე ჰქონდა სისხლის გზით გადამდები ინფექცია (B  და/ან C ჰეპატიტები, და/ან აივ ინფექცია, და/ან სიფილისი)  (გადავადება 12 თვით ბოლო კონტაქტიდან).

652.სისხლის გზით გადამდები ინფექციების რისკის შემცველი ინვაზიური მანიპულაციების ჩატარება:

ა)  სამედიცინო (მ.შ. სტომატოლოგიური) და კოსმეტიკური  (მ.შ.ტატუირება, პირსინგი) მანიპულაციები, როცა უცნობია, განხორციელდა თუ არა ინსტრუმენტების სათანადო სტერილიზაცია (გადავადება 12 თვის განმავლობაში ბოლო ჩარევიდან);

ბ) გამოყენებული  ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტა (გადავადება 12 თვის განმავლობაში).“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო