„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1153-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.017094
1153-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 01/10/2013
010120000.05.001.017094
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის 53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„53. უცხოელთა საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით, და აღნიშნულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობა შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა უფლებამოსილმა ორგანომ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხები განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

4. 261 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ განცხადებას დაინტერესებული პირი წარუდგენს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო). უფლებამოსილი ორგანო განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 682 მუხლი:

„მუხლი 682. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

1. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს:

ა) საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის დამტკიცება;

ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცება;

გ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცება;

დ) უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების  დამტკიცების თაობაზე“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №401 ბრძანებულება „უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

გ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის  შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულება „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1153-Iს