„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1237-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.017091
1237-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 01/10/2013
140080000.05.001.017091
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში  (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე‑4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) საქართველოს პრეზიდენტი;“.

     2. მე‑5 მუხლის:

     ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ა) საქართველოს პრეზიდენტი;“;

     ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

   „11. საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.“.

     3. I1 თავი ამოღებულ იქნეს.

 

    მუხლი 2

  1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური.

  2. ლიკვიდირებული საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

   3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

 

   მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია.

 

   მუხლი 4. ამ კანონის შესრულების მიზნით:

  ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამავე კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება;

  ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები.

 

   მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1237-Iს