დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1400 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016063 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1400
2013 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა) იპ ‑ საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასს (ს/კ 211334091) გადასცეს:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, ქალაქ რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, №18 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობა‑ნაგებობები: №1 ‑ განაშენიანების ფართით ‑ 572,58 კვ.მ; №2 ‑ განაშენიანების ფართით ‑ 175,2 კვ.მ და მათზე დამაგრებული 7331 კვ.მ არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №02.04.02.494);
ბ) თხოვების ფორმით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) უზუფრუქტის საგნის რეაბილიტაციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში და ამ მიზნით არანაკლებ 45000 ლარის დახარჯვა;
ბ) უზუფრუქტის საგნის 18 წლამდე ასაკის მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ქუჩაში მომუშავე ან/და მცხოვრები ბავშვთა კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრისა და ტრანზიტული ცენტრის ფუნქციონირების მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თხოვების ფორმით გადაცემის პირობად განისაზღვროს თხოვების საგნის 18 წლამდე ასაკის მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ქუჩაში მომუშავე ან/და მცხოვრები ბავშვთა კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრისა და ტრანზიტული ცენტრის ფუნქციონირების მიზნით გამოყენება.
4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ - მინისტრი ბ .ივანიშვილი






უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები