„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1333-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010080000.05.001.017105
1333-რს
25/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010080000.05.001.017105
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ადგენს ერთიან მოთხოვნებს, ნორმებსა და წესებს, შეიმუშავებს სამთავრობო კომისია და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის თანხმობითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციის, აღრიცხვის, სახელმწიფო კატალოგის შექმნისა და წარმოების შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 სექტემბერი 2013 წ.

N1333-რს