„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1359-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.017167
1359-რს
27/09/2013
ვებგვერდი, 09/10/2013
400010020.05.001.017167
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს უცხო ქვეყნის გემებისათვის ღია ნავსადგურებისა და რეიდების ჩამონათვალს, რომელიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“.“.

    2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდს უფლება აქვს, შევიდეს საქართველოს შიგა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნებართვით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

    3. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, დროებით შეზღუდოს ან აკრძალოს უცხო ქვეყნის გემების, ატომური გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლა და ყოფნა საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიგა საზღვაო წყლების რომელიმე რაიონში. ასეთი შეზღუდვა ან აკრძალვა ძალაში შედის მისი „ზღვაოსანთა უწყებებში“ გამოქვეყნებისთანავე.“.

    4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით შეიმუშავებენ მოძრაობის დაყოფის სისტემებს, საზღვაო დერეფნებს, ფარვატერებსა და რეკომენდებულ გზებს, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით და რომლებიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. მათი შესრულება სავალდებულოა უცხო ქვეყნის ყველა გემისათვის. საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივებიდან გადახრა შეიძლება მხოლოდ დროებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სააგენტოს შეთანხმების საფუძველზე.“.

   მუხლი 2

  1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

  2. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

  მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1359-რს