„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016206
81
17/10/2013
ვებგვერდი, 22/10/2013
360010010.22.023.016206
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №81

2013 წლის  17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 15/05/2013, 360010010.22.023.016155) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს - სამსახურის თანდართული ტიპიური დებულების:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;“

ბ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა;“

გ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის საქმისწარმოებისათვის გადაცემული ბეჭდებისა და შტამპების დადგენილი წესით გამოყენება;“

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;“

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური (შემდგომში - კონვენციური სამსახური) წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) ტერიტორიულ ორგანოს.

2. კონვენციური სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.

3. კონვენციური სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. კონვენციურ სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

5. კონვენციური სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

6. კონვენციური სამსახური ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. კონვენციური სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5.

 

მუხლი 2. კონვენციური სამსახურის სამოქმედო ტერიტორია და ძირითადი ამოცანები

1. კონვენციური სამსახური გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება;

გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

დ) შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

ე) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

ვ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ამოცანების განხორციელება.

 

მუხლი 3. კონვენციური სამსახურის უფლებამოსილებები

კონვენციური სამსახური უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლი:

ა.ა) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;

ა.ბ) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;

ა.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული „ბალასტური წყლების ფორმის“ წარმოებაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;

ა.დ) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური, რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;

ა.ე) შავი ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;

ა.ვ) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ზღვაში, ნავსადგურებში, მცურავ საშუალებებზე, საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამამუშავებელ ობიექტებზე, დამაბინძურებელ (ნავთობშემცველ, ფეკალურ, საყოფაცხოვრებო-ნახმარ წყლებზე და სხვა) და ბალასტურ წყლებზე;

ა.ზ) რეგულირების ობიექტებზე, რომელთაც ჰყავთ შავ ზღვაში მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ ზღვაზე ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს;

ა.თ) რეგულირების ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებას;

ა.ი) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;

ა.კ) შავ ზღვაში თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას გარემოსდაცვითი და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე;

ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის  განხორციელების მიზნით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი წესით შეამოწმოს რეგულირების ობიექტები;

გ) შავ ზღვაში ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და ვიზუალური მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს რეგულირების ობიექტები (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), ხელოვნური კუნძულები, მეურნეობები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინოს შესაბამისი აქტი. ნებისმიერ დროს, კომპეტენციის ფარგლებში, დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე, საქართველოს და  საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს ინსპექტირება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში და საჭიროების შემთხევაში აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს დასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;

ვ) შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის ცდების, სინჯების, ლაბორატორიული ანალიზის შედეგების, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონაწერები და სხვა მასალები, რომლებიც ახასიათებენ მათ საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;

ზ) მიიღოს რეგულირების ობიექტებისაგან ინფორმაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ (მოპოვებული რესურსის შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე);

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და თუ წარმოდგენილი ანგარიშებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების პროცესში შეადგინოს ინსპექტირების აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები  ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;

ლ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააყენოს საკითხი ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების თაობაზე;

ნ) უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე; პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტების, დანადგარების, აგრეგატების ან/და თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად მოახდინოს დათვალიერება/შესწავლის განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადატვირთვის ადგილებში ან ტრანსპორტირებისას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მიზნით,  კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირების ზომების გატარება;

პ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მცურავი სატრანსპორტო საშუალების შეჩერების საფუძვლების აღმოჩენისას, მისი შეჩერების საჭიროებისას ვალდებულია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება ან/და ამ მიზნით დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ჩართულობა მათი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით;

ჟ) დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავებისა და რეგულირების ობიექტისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მის განხორციელებაზე კონტროლის გატარება;

რ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

ს) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მათ შორის გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციებიდან ან პლატფორმებიდან, ნებისმიერი ობიექტებიდან, ასევე ფიზიკური პირის მიერ მავნე ნივთიერებებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისას, მისი აღმოფხვრის  მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემს;

უ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოების სწრაფი რეაგირების საჯარო მოსამსახურეთა დახმარებით;

ფ) შავ ზღვაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით, დახმარების  მიზნით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს;

ქ) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში  ურთიერთობების დამყარების მიზნით შეიმუშავოს და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები დეპარტამენტის უფროსს; 

ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მოქმედი გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში, ასევე იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით უზრუნველყოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტოს ან დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევა ან ამის თაობაზე საკითხის დაყენება დეპარტამენტის უფროსთან;

შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წერილობითი მომართვები, განცხადებები და საჩივრები, მათ შორის „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებები და მათში მოყვანილ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, აცნობოს განმცხადებელს მის მიერ გატარებული ზომების შესახებ („ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის);

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

მუხლი 4. კონვენციური სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია

1. კონვენციურ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).

2. კონვენციური სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს კონვენციური სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია კონვენციურ სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია კონვენციური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისათვის;

გ) აწესრიგებს კონვენციური სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს კონვენციურ სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას კონვენციური სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;

ე) დადგენილი წესით, დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს კონვენციური სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების კომპეტენციებს;

ვ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს საჯარო მოსამსახერეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

ზ) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

ი) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს კონვენციურ სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს;

ლ) წარუდგენს დეპარტამეტის უფროსს წინადადებებს კონვენციური სამსახურის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

მ) ახორციელებს კონვენციური სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და შენახვის კონტროლს;

ნ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა კონვენციური სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ო) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს რეგულირების ობიექტს, მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;

პ) აბარებს დეპარტამენტის უფროსს კონვენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;

ჟ) ანაწილებს კონვენციური სამსახურის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;

რ) კონვენციური სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთაც გააჩნია სავალდებულო იურიდიული ძალა რეგულირების ობიექტებისათვის;

ს) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. კონვენციური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს კონვენციური სამსახურის ბათუმის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ფოთის განყოფილების უფროსი.

მუხლი 5. კონვენციური სამსახურის სტრუქტურა

1. კონვენციური სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. კონვენციური სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბათუმის განყოფილება;

ბ) ფოთის განყოფილება.

3. კონვენციური სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

გ) აწესრიგებს განყოფილების გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალებების შესრულებას;

ე) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;

ვ) აბარებს კონვენციური სამსახურის უფროსს განყოფილების საქმიანობის ანგარიშს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) ანაწილებს განყოფილების უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. კონვენციურ სამსახურს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული, იურისტი (შემდგომში - მთავარი სპეციალისტი (იურისტი)), ანალიტიკოსი (შემდგომში - უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი)).

6. მთავარი სპეციალისტის (იურისტის) კომპეტენციაა:

ა) კონვენციური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) კონვენციური სამსახურის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილების გამოტანა, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის მომზადება;

ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით კონვენციური სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

7. უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსი) კომპეტენციაა:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

ბ) კონვენციური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;

გ) კონვენციური სამსახურის მიერ გამოვლენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;

დ) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში კონვენციური სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, შემსრულებლებისათვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა;

ე) კონვენციურ სამსახურში შემოსული კორესპონდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;

ვ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება კონვენციური სამსახურის საქმისწარმოებისათვის;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

8. კონვენციური სამსახურის განყოფილებებს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენებადოკუმენტების, ლაბორატორიული სინჯებისა და მიღებული ანალიზის შედეგების, ასევე განყოფილების მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად.

მუხლი 6. კონვენციური სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

კონვენციური სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე